» » ცეზარი კუხარსკი: ლევანდოვსკის რეალში გადასვლა სურდა

ცეზარი კუხარსკი: ლევანდოვსკის რეალში გადასვლა სურდა

15-ივნ-2020, 15:20
098
რობერტ ლევანდოვსკის ყოფილმა აგენტმა, ცეზარი კუხარსკიმ, სპორტულ გამოცემა Futbolownia-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ადრე პოლონელ ფეხბურთელს მადრიდის რეალში გადასვლის სურვილი ჰქონდა, რადგან სამეფო კლუბში მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო შემტევი კრიშტიანუ რონალდუ თამაშობდა.

"მოლაპარაკებების რაღაც ეტაპზე რობერტ ლევანდოვსკის მიუნხენის ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ უნდოდა. ამის სანაცვლოდ პოლონელს რეალში გადასვლის სურვილი ჰქონდა, რადგან იქ რონალდუ თამაშობდა".

"მაშინ რობერტის დარწმუნება შევძელი იმაში, რომ ის მთავარი თავდამსხმელი უნდა ყოფილიყო დიდ კლუბში. რეალში ადრე თუ გვიან რობერტი ბენზემას გაუსწრებდა. თუმცა მე მას არ მივეცი უფლება მისი იმ დროინდელი სიტუაციიდან გამომდინარე, სხვა კლუბში მეორე ნომრად გადასულიყო".

"ნებისმიერი განხილვის დროს, იყო ეს რეალი, არსენალი თუ მანჩესტერ სიტი ამ გარემოებას ყოველთვის ხაზს ვუსვამდი. მინდა რობერტს ვურჩიო, რომ კარიერა მიუნხენის ბაიერნში დაასრულოს. მას შეუძლია ბაიერნზე მოახდინოს კონცენტრაცია და მომავალშიც დაამყაროს რეკორდები", - ამბობს ლევანდოვსკის ყოფილი აგენტი Futbolownia-თან ინტერვიუში.

ცეზარი კუხარსკი რობერტ ლევანდოვსკი მადრიდის რეალი მიუნხენის ბაიერნი

1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.