» » Goal : ფავრი ჰანსი ფლიკის შესახებ საუბრობს

Goal : ფავრი ჰანსი ფლიკის შესახებ საუბრობს

16-ივნ-2020, 10:57
0219
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ჰანსი ფლიკის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, ფლიკი შესანიშნავად ართმევს თავს - მასზედ დაკისრებულ მოვალეობას.

"მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ჩემი კოლეგის გამო, ძალიან ბედნიერი ვარ. იგი შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს. ისღა დამრჩენია მას მივულოცო, თუმცა ამ დრომდე არ დამვიწყებია "ბავარიასთან" განვლილი მატჩი. მე-60 წუთზე, აშკარა თერთმეტმეტრიანი იყო (ჰოლანდის დარტყმული ბურთი ბოატენგს ხვდება ხელზე). ეს ყველაფერი კი მატჩის ინტრიგაზე ძლიერ იმოქმედებდა. წარმატებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, "ბაიერნი" უკეთესი გუნდია."-ციტირებს გამოცემა Goal ლუსიენ ფავრის სიტყვებს.


მოცემულ მომენტში, გერმანიის რეკორდმაისტერი ბუნდესლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს. "ბაიერნს" 73 ქულა აქვს მოპოვებული და მეორეადგილოსან დორტუნდის "ბორუსიას" 7 პუნქტით უსწრებს.

ჰანსი ფლიკი ლუსიენ ფავრი დორტმუნდის ბორუსია

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..