» » AS: ლევანდოვსკი ოქროს ბურთსა და ამჟამინდელ ფორმაზე

AS: ლევანდოვსკი ოქროს ბურთსა და ამჟამინდელ ფორმაზე

16-ივნ-2020, 13:48
0216
მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ცნობილ ესპანურ სპორტულ გამოცემა AS-თან ინტერვიუში ოქროს ბურთის მოპოვების პერსპექტივასა და მის ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა. გთავაზობთ რეკორდმაისტერის ფორვარდის ინტერვიუს.

— გასულ წელს დაჯილდოვების ცერემონიალზე ვიყავი. ვნახოთ. ყოველთვის ვცდილობ ჩემი დადებითი თვისებების დემონსტრაცია მოვახდინო, მოვიპოვო ტიტულები და რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო.თუმცა ეს ყველაფერი გუნდთან ერთად მოპოვებულ ტიტულებთან ერთად მოდის. ოქროს ბურთზე არ ვფიქრობ, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.

— მატჩის დღეს ხორცს არ ვჭამ. ჩემი ორგანიზმისთვის საკმაოდ მძიმეა. ვცდილობ რაღაც უფრო მსუბუქი მივირთვა. საკვები რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული: როდისაა თამაში, რა დროს და ა.შ თუ თქვენს ბრინჯს ან სპაგეტს მიირთმევთ მოკლე დროში სასარგებლო იქნება თქვენთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში არაფრის მომცემი იქნება.

— ბურთის გატანა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკვე დაღლილი ხარ. გოლების 90% თავით მუშაობის დამსახურებაა, რომელიც კონცენტრაციაზეა დამოკიდებული. თუ თქვენ დაიღალეთ, თქვენი აზროვნება ავტომატურად ნელდება. საჯარიმოში 0.1 წამი გაქვთ გადაწყვეტილების მისაღებად და რეაგირებისთვის. სწორედ ამიტომ დავდივართ ვარჯიშებზე, რადგან სხვა ადგილი არ არსებობს, რათა საკუთარი შესაძლებლობები გააუმჯობესო. მარცხენა ან მარჯვენა ფეხი, მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერი შემთხვევისთვის მზად უნდა იყოთ. ამაზე არც უნდა იფიქროთ, უბრალოდ უნდა იმოქმედოთ

პოლონელი ფორვარდი არასდროს შესულა ოქროს ბურთისთვის მებრძოლთა სამეულში. 2015 წელს გამოკითხვის შედეგებით რობერტ ლევანდოვსკიმ მეოთხე ადგილი დაიკავა.

მიმდინარე სეზონში ლევანდოვსკიმ 45 გოლის გატანა მოახერხა და ოქროს ბურთის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტედენტია.

რობერტ ლევანდოვსკი ოქროს ბურთი მიუნხენის ბაიერნი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..