» » პერიშიჩის აგენტები ტოტენჰემთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს

პერიშიჩის აგენტები ტოტენჰემთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს

16-ივნ-2020, 14:01
277
როგორც ცნობილია რეკორდმაისტერი ხორვატ შემტევთან არენდის გაგრძელებას აღარ აპირებენ. FC Inter News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნში არენდის წესით განათხოვრებული ივან პერიშიჩის აგენტები ტოტენჰემთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

პერიშიჩს მოქმედი კონტრაქტი რეკორდმაისტერთან თვის ბოლოს ეწურება (30 ივნისი 2020 წ.), წყაროზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ მხარეები ტრანსფერის განხორციელებას მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გეგმავენ.

FC Inter News წერს, რომ მეტწილად ხორვატი ფეხბურთელის ტოტენჰემში ტრანსფერი დამოკიდებულია იმაზე, მოხვდება თუ არა ევრო-თასებზე ინგლისური კლუბი. ევრო-ტურნირებიდან მიღებული ფინანსური სარგებლის გარეშე ლონდონელები სავარაუდოდ ვერ შეძლებენ 31 წლის ფეხბურთელის შეძენას.

როგორც ცნობილია პერიშიჩით ტოტენჰემის გარდა მანჩესტერ იუნაიტედიც ინტერესდება.

transfermarkt-ის მიხედვით 31 წლის ფეხბურთელის მიმდინარე სატრანსფერო ფასი 17,50 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე სეზონში ბაიერნის მაისურით პერიშიჩმა 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 6 გოლისა და 8 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

ივან პერიშიჩი ტოტენჰემი ინტერი მიუნხენის ბაიერნი

1
0

muller13 (16 ივნისი 2020 15:30)

ეს მოგვაშორა რა აქედან

სანე რომ მოვა არაფერში გვჭირდება. სანე მიულერი კომანი გნაბრი. საკმარისია.
1

-ss- (16 ივნისი 2020 14:39)

ყიდვით თუ არა არენდით მაინც უნდა დავიმატოთ რამდენიმე ფეხბურთელი. ტრავმები რომ წავა სკამი დაგვჭირდება. არენდით კიდე 10-15 მილიონში 2 წლით საკაიფო ფეხბურთელს დავითრევთ. მაგალითად ხამესი მგონი 12 მილიონად გვყავდა, ისე რომ გეყიდა ძაან ბევრი ჯდებოდა. ხოდა ეს არენდა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ რა. პერიშიჩი გასაშვებია მარა 3-4 დასათრევია

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.