» » SPORTBILD: ლეროი სანეს დილემა გვარდიოლასთვის

SPORTBILD: ლეროი სანეს დილემა გვარდიოლასთვის

16-ივნ-2020, 14:36
1239
კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის შემდეგ ოთხშაბათს პრემიერლიგა განახლდება. მანჩესტერ სიტი ლონდონის არსენალს დაუპირისპირდება. ჯვარედიმა მყესის სერიოზული ტრავმის შემდეგ ლეროი სანე კვლავ ძირითად შემადგენლობაში უნდა დაბრუნდეს, თუმცა სარგებლობს კი გერმანელი ისევ გვარდიოლას ნდობით?!

გერმანელი ფეხბურთელი მიუნხენის ბაიერნში ტრანსფერთან საკმაოდ ახლოსაა. მძიმე ტრავმისა და კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის შემდეგ 24 წლის ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში დაბრუნების შესაძლებლობა კვლავ მიეცა.

ლეროი სანე, მისი შესაძლებლობებისა და საფეხბურთო თვისებების გათვალისწინებით, მანჩესტერ სიტისთვის საკმაოდ სერიოზული ძალაა. 24 წლის შემტევის დაბრუნებამ შესაძლოა მისი სატრანსფერო ფასი, რომელიც ტრავმისა და კორონა ვირუსის გამო, დაეცა კვლავ გაძვირდეს.

მეორეს მხრივ გასარკვევია რამდენად წარმოუდგენია ლეროი სანეს საკუთარი მომავალი მანჩესტერულ კლუბში. შეგახსენებთ, რომ მოქმედი კონტრაქტი, რომელიც ქალაქელებთან 2021 წლამდეა გათვლილი 24 წლის ფეხბურთელმა არ გაახანგრძლივა, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ მიუნხენში გადმოსვლის თემა უფრო აქტუალურია სანესთვის.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საკმაოდ მძიმე ტრავმის შემდეგ ლეროი სანეს მდგომარეობა, შესაძლოა, კვლავ დამძიმდეს. ამიტომ ხოსეპ გვარდიოლამ ყველაფერი კარგად უნდა გაანალიზოს.

მან სიტის ყოფილი ნახევარმცველი მაიკლ ბრაუნი მიიჩნევს, რომ გვარდიოლამ ლეროი სანე არ უნდა გაუშვას: "ვფიქრობ სანეს მანჩესტერ სიტი მოენატრა. გერმანელი ფეხბურთელი გვარდიოლასთვის შეტევის საკვანძო ფიგურა შეიძლება გახდეს".

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 89 შეხვედრიდან სანე 25 გოლისა და 31 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა.

ლეროი სანე ხოსეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტი მიუნხენის ბაიერნი

1
0

-ss- (16 ივნისი 2020 14:41)

ეს ტრანსფერი კიდევ გაიწელება ერთი ორი წელი kicha

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..