» » FCB: ლევანდოვსკის ოქროს გოლი

FCB: ლევანდოვსკის ოქროს გოლი

17-ივნ-2020, 10:55
0174
იგი კვლავ შედეგიანი დარტყმის ავტორია! მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელმა გოლიადორმა, რობერტ ლევანდოვსკიმ საკუთარ გუნდს ბრემენელებთან გამართულ შეხვედრაში, საჩემპიონო ტიტული მოუპოვა. 43-ე წუთზე გატანილმა გოლმა "ბავარიელები" გამარჯვების ბილიკზე დააყენა, სააბოლოო ჯამში კი მიუნხენურმა გიგანტმა ბუნდესჩემპიონობა 30-ედ მოიპოვა. თავად ლევანდოვსკისათვის ეს გოლი ახალი რეკორდის მაუწყებელია.

შეუცვლელები

თავიდანვე ნათელი იყო, რომ ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებული რობერტ ლევანდოვსკი და თომას მიულერი გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი იქნებოდა. -"როდესაც ეს ორი ფეხბურთელი კვლავ ჩვენთან იქნება, ეს რა თქმა უნდა, წაგვადგება. ორივესათვის დასვენება ძალზედ სასარგებლო აღმოჩნდა."-აცხადებდა ჰანსი ფლიკი ხსენებული შემტევების მისამართით. შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკი და თომას მიულერი ყვითელი ბარათების გამო, დისკვალიფიცირებულები იყვნენ.

ტიპიური ლევანდოვსკი

FCB: ლევანდოვსკის ოქროს გოლი

ლევანდოვსკი იდეალურად იღებს ბოატენგის გადაცემას

პირველი ტაიმის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, საკმაოდ რთულ მატჩში ლევანდოვსკი "ბაიერნს" აწინაურებს. ჟერომ ბოატენგმა მეტოქე გუნდის საჯარიმო ზონისკენ ბურთი გაგზავნა, სადაც პოლონელმა ფორვარდმა ბურთი მკერდით მიიღო, შემდეგ კი მოწინააღმდეგს ბადეში გაგზავნა. მიმდინარე სეზონში, რობერტ ლევანდოვსკის 31-ე გოლი - ეს პირადი რეკორდია! ამ მაჩვენებელით იგი მეხუთე ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგაში 30 გოლიან ნიშნულს გადააბიჯა. სხვადასხვა დროს ხსენებული ზღვარი გადალახეს შემდეგმა ფეხბურთელებმა -ლოთარ ემირიხმა, გერდ მიულერმა, დიტერ მიულერმა და პიერ-ემირიკ ობამეიანგმა.

ჯადოქრობა გრძელდება


მისი წვლილი "ბაიერნის" წარმატებებში განუზომელია. ლევანდოვსკი "რეკორდმაისტერში" გატარებულ ექვსივე სეზონში ბუნდესლიგის გამარჯვებული გახდა.

რობერტს თითქმის გამოუვიდა 32-ე გოლის გატანაც. შეხვედრის 55-ე წუთზე, მიულერის გადაცემის წყალობით, პოლონელმა ელეგანტურად გაგზავნა ბურთი მეტოქე გუნდის კარში, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირადა. ამის მიუხედავად ლევანდოვსკის აქვს სრული უფლება კმაყოფილი იყოს. მან "ბაიერნთან" ერთად 6-ჯერ მოახერხეა საჩემპიონო ტიტულის მოპოვება.

ლევანდოვსკი ჩემპიონობა

1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.