» » FCB: ფილიპ ლამისა და ბასტიან შვაინშტაიგერის შეფასებები

FCB: ფილიპ ლამისა და ბასტიან შვაინშტაიგერის შეფასებები

17-ივნ-2020, 11:41
0190
მიუნხენის "ბაიერნის" მიერ ბუნდესლიგის ჩემპიონობის ნაადრევ მოპოვებას გამოეხმაურნენ "რეკორდმაისტერის" ლეგენდები - ფილიპ ლამი და ბასტიან შვაინშტაიგერი. მათ კომენტარს საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს, "ბაიერნის" პრესს-სამსახური.

ფილიპ ლამი -"მთელი გულით მსურს მივულოცო "ბაიერნს" ზედიზედ მერვე საჩემპიონო ტიტული. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე თქვენ მკაფიოდ დაადასტურეთ ის, თუ რატომ უნდა იმყოფებოდეთ სატურნირო ცხრილის სათავეში."

ბასტიან შვაინშტაიგერი - "არიიიიის! ჩემი მილოცვა გუნდს, რომელმაც ზედიზედ მერვედ იზეიმა ჩემპიონობა. პირველი სამი ჩემპიონობიდან წარუშლელი შთაბეჭდილებები დამრჩა."

ზემოხსენებული პიროვნებების გარდა, აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოაჰიმ ლიოვიც -"ჩემი მილოცვა "ბაიერნს", განსაკუთებით კი ჰანს-დიტერ ფლიკს, სრულიად სამწვრთნელო შტაბს და მოთამაშეებს. პანდემია - ეს არ იყო ერთადერთი ბარიერი რისი გადალახვაც მოუწია მიუნხენის "ბაიერნს" განვლილ სეზონში. საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში პირველი ადგილის ბედი გაურკვეველი რჩებოდა. ეს განსხვავდება წინა სეზონებისგანაც. თუმცა, "ბავარიამ" მოახერხა ტიტულის მოპოვება, თანაც შესანიშნავ სტილში. საკუთარი საფეხბურთო ხარისხით, მენტალიტეტით და ფეხბურთისაგან სიამოვნების მიღებით "ბავარიელები" სულ უფრო და უფრო ყალიბდებოდნენ სეზონის დომინანტ ძალად."-აცხადებდა იოაჰიმ ლიოვი.

ფილიპ ლამი ბასტიან შვაინშტაიგერი იოაჰიმ ლიოვი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..