» » ფრიც კელერი - ვულოცავ "ბაიერნს" ამ წარმატებას

ფრიც კელერი - ვულოცავ "ბაიერნს" ამ წარმატებას

17-ივნ-2020, 12:39
0121
გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი და სხვა ოფიციალური პირები, მიუნხენის ბაიერნს მოპოვებულ წარმატებას ულოცავენ.

ფრიც კელერი - (გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი) - ეს განსაკუთრებული ტიტულია. მთლიანობაში იგი რიგით 30-ეა, ზედიზედ კი მერვე. მიუნხენელებმა საკუთარი შთამბეჭდავი სტატისტიკა კიდევ უფრო გააუმჯობესეს. ეს დიდი წარმატებაა, ძალიან რთულ დროს მიღწეული, რომელიც წარმოაჩენს კლუბში მომუშავე პროფესიონალების დიდ შრომას. ეს ჩემპიონობა განსაკუთრებულია იმითაც, რომ იგი სპეციფიურ ვითარებაში აღინიშნა. ცარიელი ტრიბუნების ფონზე ტიტულის მოპოვება ეს ახალი გამოცდილებაა გერმანიის რეკორდმაისტერისათვის. ვუსურვებდი ბაიერნს, რომ მოკლე პერიოდში ეზეიმა გულშემატკივრებთან ერთად ხსენებული წარმატება."

კრისტიან ზაიფერტი -(გერმანიის საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელი) - "ჩემი მილოცვა მიუნხენის "ბაიერნს"! "ბავარიამ" დაიცვა ტიტული და მიმდინარე, განსაკუთრებული სეზონი თავის სასარგებლოდ დაასრულა. პირველ რიგში მადლიერი ვარ სეზონის მეორე ნახევარში დემონსტრირებული თამაშის გამო. ასევე მსურს მივულოცო სამწვრთნელო შტაბს, ჰანსი ფლიკს მეთაურობით და კლუბის თითოეულ ოფიციალურ პირს"

რაინერ კოხი (გერმანიის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტი) - "ბაიერნმა ხაზი გაუსვა საკუთარ ლიდერის პოზიციას გერმანულ ფეხბურთში. ჩემი პატივისცემა ამ გუნდს! რა თქმა უნდა, ეს სეზონი ყველას დაგვამახსოვრდება, მისი სპეციფიკით, მაგრამ ეს არ აკნინებს ჰანსი ჰლიკის და მთლიანად გუნდის მიღწევას."

ფრიც კელერი კრისტიან ზაიფერტი რეინერ კოხი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..