» » რუმენიგე : ჩვენ ეს შევძელით!

რუმენიგე : ჩვენ ეს შევძელით!

17-ივნ-2020, 13:46
0129
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, მისი გუნდის მიერ საჩემპიონო ტიტულის დაუფლებას გამოეხმაურა. რუმენიგეს განცხადებით, მიუხედავად მრავალი გამოწვევისა "ბაიერნმა" მოახერხა და დამსახურებულად მოიპოვა ბუნდესლიგის ჩემპიონის წოდება.

"მსურს მთელი გულით მივულოცო გუნდს და სამწვრთნელო შტაბს, ჰანსი ფლიკის მეთაურობით, გერმანიის ჩემპიონობა. ეს სეზონი, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მახასიათებლებით წარიმართა, რომელიც არავისთვის არ ყოფილა სასურველი და იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი არც არასდროს განმეორდება. ჰანსი ფლიკმა, მისმა შტაბმა და მთლიანად გუნდმა, მიუხედავად ამ გამოწვევებისა შესანიშნავი მეორე წრე ჩაატარა. გუნდმა იპოვა საკუთარი თავი, არამხოლოდ გამარჯვებებში, ქულებში ან თუნდაც დიდი რაოდენობით გატანილ გოლებში, არამედ თამაშის მანერაში. გვსურს მივულოცოთ ჩვენს გულშემატკივრებს ტიტულის მოპოვება და ამასთან ერთად ვხარობთ შემტევი ფეხბურთის დემონსტრირებით. ეს ჩვენ გამოგვივიდა. "ბაიერნი" დამსახურებულად გახდა ზედიზედ მერვედ, გერმანიის ჩემპიონი"- ციტირებს კარლ ჰინც რუმენიგეს სიტყვებს "რეკორდმაისტერის" ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, 16 ივნიის, გერმანიის ჩემპიონატის 32-ე ტურში "ბავარიამ" მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 0-1 დაამარცხა ბრემენის "ვერდერი" და საჩემპიონო ტიტული ვადაზე ადრე გაიფორმა.

კარლ-ჰაინც რუმენიგე ბაიერნი ჩემპიონობა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..