» » ჰერბერტ ჰაინერი : ბერლინი შემდეგი სამიზნეა

ჰერბერტ ჰაინერი : ბერლინი შემდეგი სამიზნეა

17-ივნ-2020, 14:00
0175
მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტი ჰერბერტ ჰაინერი, გერმანიის ჩემპიონობას ზეიმობს. იგი საქებარ სიტყვებს არ იშურებს გუნდის და მთლიანად სამწვრთნელო შტაბის მისამართით და აცხადებს, რომ შემდეგი გაჩერება ბერლინია.

"ეს ჩემპიონობა, რომელიც კლუბმა ზედიზედ მერვედ მოიპოვა, განსაკუთრებულია. მოცემულობამ, რომელიც კორონავირუსს უკავშირდება, შეცვალა გუნდის განრიგი და კლუბი ახალი, დაუგეგმავი გამოწვევების წინაშე დააყენა. ჩვენ ვამაყობთ და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ "ბაიერნმა" ამ რთულ დროებაშიც კი, კიდევ ერთხელ დაადასტურა თუ რისი გაკეთება შეუძლია. ჩვენ ვწერთ კიდევ ერთ ახალ თავს ისტორიაში. ვულოცავ მთელი გულით ჩვენს გუნდს ამ გამარჯვებას, ვულოცავ სამწვრთნელო შტაბს და ჰანსი ფლიკს. ჩემთვის, "ბაიერნის" პრეზიდენტის რანგში ეს პირველი ჩემპიონობაა. ეს გამოუთქმელი გრძნობაა. შემდეგი სამიზნეა - ბერლინი! " - აღნიშნავს, ჰერბერტ ჰაინერი.

შეგახსენებთ, გერმანიის თასის ფინალი ლევერკუზენის "ბაიერსა" და მიუნხენის "ბაიერნს" შორის 4 ივლისს, დედაქალაქ ბერლინში გაიმართება. შეხვედრა სტარტს თბილისის დროით 22:45 საათზე აიღებს.

ჰერბერტ ჰაინერი ბაიერნი ჩემპიონობა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..