» » დევისი: ლევანდოვსკის შედეგი უბრალოდ დაუჯერებელია

დევისი: ლევანდოვსკის შედეგი უბრალოდ დაუჯერებელია

17-ივნ-2020, 14:17
0102
მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა უკანახაზელი, ალფონსო დევისი რობერტ ლევანდოვსკის შესახებ საუბრობს. შეგახსენებთ, ამ უკანასკნელმა ბრემენის "ვერდერთნ" გამართულ შეხვედრაში, მეტოქე გუნდის კარი დალაშქრა, "ბაიერნს" ჩემპიონობა მოუტანა და ამასთან პირადი რეკორდიც დაამყარა.

"სწორედ ამიტომ ვეძახით მას ლევენგოლსკის. იგი ტოპ-თავდამსხმელია. ერთ-ერთი საუკეთესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უბრალოდ ადგა და 31 გოლი გაიტანა სეზონის განმავლობაში. ეს დაუჯერებელია!"-ციტირებს ბუნდესლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი ალფონსო დევისის სიტყვებს.

ბრემენის "ვერდერთან" გამართული შეხვედრა საინტერესო იყო თავად ახალგაზრდა ფეხბურთელისთვისაც. ალფონსო დევისმა, რომელიც განსაკუთრებული სიჩქარით გამოირჩევა, ახალი რეკორდი დაამყარა. 19 წლის კანადელმა ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში 36,51კმ/სთ სიჩქარე განავითარა.

გერმანიის ჩემპიონატის ყველაზე სწრაფი ფეხბურთელის წოდება, უწინ დორტმუნდის "ბორუსიას" მაროკოელი ლეგიონერის - აშრაფ ჰაკიმის საკუთრება იყო. მას 36,49 კმ/სთ ჰქონდა დაფიქსირებული.

ალფონსო დევისი რობერტ ლევანდოვსკი რეკორდი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.