» » The Telegraph: ბაიერნი მზადაა დავიდ ალაბა გაყიდოს

The Telegraph: ბაიერნი მზადაა დავიდ ალაბა გაყიდოს

18-ივნ-2020, 10:43
1248
ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იმ შემთხვევაში თუ დავიდ ალაბასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, ბავარიული გრანდი მზად არის 27 წლის ავსტრიელი უნივერსალი მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში გაყიდოს.

დავიდ ალაბას მოქმედი კონტრაქტი რეკორდმაისტერთან 2021 წლის ივნისის ბოლოს ეწურება. რამდენადაც ცნობილია მიუნხენური კლუბის მესვეურები ავსტრიელთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და ცდილობენ კონტრაქტი გაახანგრძლივონ, თუმცა პირობების შეთანხმება თავად ფეხბურთელთან ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

The Telegraph-ი წერს, რომ თუ სიტუაცია არ მოგვარდება გერმანული გრანდის წარმომადგენლები მიზანმიმართულად ეცდებიან დავიდ ალაბას გაყიდვას, რათა 27 წლის უნივერსალმა შემდეგ ზაფხულს კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით არ დატოვოს უფასოდ.

ცნობილია, რომ დავიდ ალაბას შეძენის სურვილი პსჟმ და ლივერპულმა გამოთქვეს. ასევე ალაბას მოთმინებით აკვირდება მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელიც, ხოსეპ გვარდიოლაც, რომლის ხელმძღვანელობითაც ალაბა მიუნხენის ბაიერნში 2013-2016 წლებში თამაშობდა.

ავსტრიელის სატრანსფერო ღირებულება 52 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

დავიდ ალაბა მიუნხენის ბაიერნი ტრანსფერი

1
0

-ss- (19 ივნისი 2020 10:26)

რა უნდა ამას ბოლოს და ბოლოს. წავიდეს თუ ასე უნდა, ალფონსო გვყავს და აღარ ვნერვიულობ futbalist

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..