DFB: გერმანიის თასის ფინალს მაყურებელი ვერ დაესწრება
COVID-19 პანდემია გრძელდება და მას არაერთი ევროპული ქვეყანა ამ დრომდე ებრძვის. მოგეხსენებათ გერმანიაში საფეხბურთო ცხოვრება განახლდა, თუმცა მატჩები ცარიელი ტრიბუნების ფონზე იმართება. დიდი იმედის მიუხედავად, რომ თასის ფინალს მაყურებელი დაესწრებოდა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ბერლინში მაყურებელი არ იქნება.
გერმანიის საფეხბურთო კავშირმა ფინალში გასული ორი გუნდის სახელით ბერლინის სენატს მიმართა, რათა სტადიონზე თითოეული გუნდიდან ხუთი ათასი გულშემატკივრის დასწრების უფლება მიეღოთ.
ორივე კლუბისა და ზოგადად ფეხბურთის მოყვარულების სამწუხაროდ გერმანიის დედაქალაქის ადგილობრივმა მთავრობამ გერმანიის საფეხბურთო კავშირი უარით გაისტუმრა და განმარტა, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ დიდი ღონისძიებები, რომელსაც შეიძლება 1000-ზე მეტი მაყურებელი ესწრებოდეს 2020 წლის 30 აგვისტომდე მთელს გერმანიაში აკრძალულია.