» » Sky: ბაიერნმა ფილიპე კოუტინიოსთან არენდის ვადა გაახანგრძლივა

Sky: ბაიერნმა ფილიპე კოუტინიოსთან არენდის ვადა გაახანგრძლივა

18-ივნ-2020, 17:35
2226
ცნობილი სპორტული ინტერნეტ პორტალი skysports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუნხენის ბაიერნმა ფილიპე კოუტინიოსთან მოქმედი არენდის ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა. წყაროს ცნობით ბრაზილიელი შემტევი ჩემპიონთა ლიგის დასრულებამდე რეკორდმაისტერში დარჩება.

მოგეხსენებათ, რომ კორონა ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მთელს მსოფლიოში შეაჩერა სპორტული ღონისძიებები. ფეხბურთის მოყვარულთა სამწუხაროდ პაუზა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირსაც შეეხო. ნელ-ნელა ახლდება საფეხბურთო ცხოვრება და როგორც უკვე დადასტურდა ჩემპიონთა ლიგა აგვისტოში განახლდება.

კატალონიის ბარსელონადან არენდის წესით აყვანილ ბრაზილიელ შემტევს მოქმედი კონტრაქტი მიუნხენელებთან მიმდინარე წლის 30 ივნისამდე აქვს გაფმორბეული. skysports-ის ინფორმაციით იქიდან გამომდინარე, რომ ჩემპიონთა ლიგის გაგრძელება აგვისტოში გადაწყდა ბავარიელები ფილიპე კოუტინიოსთან მოქმედი არენდის ხელშეკრულების სეზონის ბოლომდე გახანგრძლივებას გეგმავენ.

კატალონიელები თავის მხრივ მზადყოფნას გამოთქვამენ გუნდიდან გაუშვან ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც სამი წლის წინ ლივერპულისგან £145 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინეს. წყაროს ინფორმაციით მსურველებიდან ერთ-ერთი პირველი ლონდონის ჩელსია.

კოუტინიოს აგენტმა skysports-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თავად ფეხბურთელს პრემიერლიგაში დაბრუნების სურვილი აქვს, თუმცა გასარკვევია კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის შემდეგ კლუბები რა ფინანსებს შესთავაზებენ ბრაზილიელს.

Sky: ბაიერნმა ფილიპე კოუტინიოსთან არენდის ვადა გაახანგრძლივა

კატალონიელებმა უკვე შესთავაზეს ფილიპე კოუტინიო ინტერს. ესპანურ გრანდს სურს ბრაზილიელი შემტევი ლაუტარო მარტინესის ტრანსფერში ჩართოს. skysports-ის ინფორმაციით არგენტინელი ტალანტი კატალონიელების მთავარი სამიზნეა, თუმცა კორონა ვირუსით გამოწვეული პანდემიის შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა მარტინესის სანაცვლოდ €110 მილიონი ევროს გადახდა შეძლონ.

ფილიპე კოუტინიო მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგა

2
0

TOTALMAN (19 ივნისი 2020 13:05)

-ss-,
მეც სულ მაგას ვიძახი ხოლმე
100%-იანი არაფერია ყველაფერს აქვს თავისი რისკი ხოლმე რო იქ გუნდს ვერ შეეწყობა, ადაპტაციას ვერ გაივლის ან ა.შ მილიონი ფაქტორია და ესე 100-200 მილიონიანი ფეხბურთელების მოყვანა ყოველთვის უფრო პრობლემატური და სარისკოა

აღარ მოვყვები ეხლა მეც კონკრეტულ მაგალითებს ბევრია ასე რომელიმე კლუბმა მიათხლიშა რამდენიმე ათეული მილიონი და ვერაფერში ვერ გამოიყენა ე.წ ოქროს ბიჭუნები და ტალანტები და ფულიც წყალში გადაყრილი გამოვიდა

1

-ss- (19 ივნისი 2020 10:24)

მართალ იყო ჰიონესი როდესაც ამბობდა, რომ ფეხბურთელში 100 მილიონი და მეტი არ უნდა გადაიხადო. აი მაგალითად ბარსა და კოუტინიო. რამხელა ფული გადაიხადეს და არაფერში არ გამოადგათ. კარტოფილი ხო არ არის ფეხბურთელია რა, არ იცი როგორ მოერგება გუნდს, რა დროს ტრავმას მიიღებს და ა.შ. მართლა სიგიჟე სუფევდა მთელ სატრანსფერო ბაზარზე

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..