» » დავიდ ალაბას კონტრაქტის საკითხი გარკვეულია

დავიდ ალაბას კონტრაქტის საკითხი გარკვეულია

19-ივნ-2020, 14:22
0138
მანუელ ნოიერის შემდეგ მიუნხენის ბაიერნმა აქტიურად დაიწყო დავიდ ალაბასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თავდაპირველად ავსტრიელ ფეხბურთელთან პირობების შეთანხმება ვერ ხერხდებოდა.

არაერთხელ დაიწერა ინფორმაცია, რომ 27 წლის ფეხბურთელს კლუბის შეცვლა ჰქონდა განზრახული, თუმცა ირკვევა, რომ ალაბამ რეკორდმაისტერთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია.

ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ნიკოლო შკირა 27 წლის მცველის საკითხს ეხმიანება და წერს, რომ ავსტრიელმა მიუნხენის ბაიერნთან როგორც იქნა შეთანხმებას მიაღწია და კლუბთან ოთხ წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

დავიდ ალაბას კონტრაქტის საკითხი გარკვეულია

transfermarkt-ზე დაყრდნობით 27 წლის ავსტრიელი მცველის მოქმედი სატრანსფერო ფასი 52 მილიონ ევროს შეადგენს. დავიდ ალაბა მიუნხენის ბაიერნის ღირსებას 2009 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში ავსტრიელი ფეხბურთელის შეძენით მადრიდის რეალი და პსჟ იყვნენ დაინტერესებულნი.

სტატისტიკის მოყვარულებს გაცნობებთ, რომ მიმდინარე სეზონში რეკორდმაისტერის მაისურით ალაბამ ჯამში 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 1 გოლისა და 2 შედეგიანი გადაცემის ავტორი გახდა. ჯამში ავსტრიელმა მოედანზე 3.163 წუთი დაჰყო.

დავიდ ალაბა კონტრაქტი მიუნხენის ბაიერნი

1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.