» » ლოთარ მათეუსი: ის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელია

ლოთარ მათეუსი: ის საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელია

19-ივნ-2020, 14:44
0111
ბუნდესლიგის ამ ისტორიული სეზონის დასრულებამდე სულ რაღაც ორი ტურია დარჩენილი. მიუნხენის ბაიერნს უკვე განაღდებული აქვს ჩემპიონის ტიტული. რეკორდმაისტერმა ვერცხლის სინა ზედიზედ მერვეჯერ მოუპოვა. მიუნხენიდან ლოთარ მათეუსი ერთ ფეხბურთელს გამოყოფს.

"სეზონის მეორე ნახევარში კაი ჰავერცის თამაში უბრალოდ სენსაციური იყო. იმავე შემიძლია ვთქვა იოშუა კიმიხზეც", - განაცხადა ყოფილმა ბავარიელმა Sky Sport-თან ინტერვიუში. "განვლილ სეზონს, რომ გადავხედოთ შესაძლოა იოშუა კიმიხი უფრო მაღლაც კი დავაყენო".

თავის მოსაზრებას სატელევიზიო ექსპერტი შემდეგნაირად ხსნის. შესაძლოა რეკორდმაისტერის ნახევარმცველი სატრანსფერო ფასით ლევერკუზენის ტალანტთან ერთ დონეზე არ იდგა, "თუმცა იოშუა კიმიხი მრავალი წელია მიუნხენის ბაიერნის განუყოფელი ნაწილი და კლუბის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია. აქედან გამომდინარე, ამ მომენტისთვის კიმიხი გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელია".

შეგახსენებთ, რომ წელს მოპოვებული ჩემპიონის ტიტული იოშუა კიმიხისთვის რიგით მეხუთეა. რაც შეეხება გერმანიის თასს, ახალგაზრდა ტალანტს 2-ჯერ აქვს მოპოვებული. 4 ივლისს ბერლინში 25 წლის ნახევარმცველს შანსი აქვს მესამედ მოიპოვოს თასის ტიტული.

ასევე საკმაოდ საინტერესო იქნება კაი ჰავერცისა და იოშუა კიმიხის დუელის ხილვაც.

იოშუა კიმიხი ლოთარ მათეუსი კაი ჰავერცი მიუნხენის ბაიერნი

1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.