» » სატრანსფერო საგა დასრულებულია - "ჩელსი" ტიმო ვერნერს იფორმებს

სატრანსფერო საგა დასრულებულია - "ჩელსი" ტიმო ვერნერს იფორმებს

20-ივნ-2020, 10:20
0336
ლონდონის "ჩელსის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ კლუბმა "ლაიპციგისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების შემტევი, ტიმო ვერნერი გაიფორმა.

24 წლის ფეხბურთელმა, "არისტოკრატებთან" კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა. სეზონის დარჩენილ ნაწილს, ტიმო ვერნერი გერმანიაში დაჰყოფს, ახალ გუნდს კი ივლისის თვეში შეუერთდება, მას შემდეგ რაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატრანსფერო თანხა 53 მილიონი ევროს ტოლფასია. კონტრაქტის ხანგრძლივობა კი სავარაუდოდ 5 წელს შეადგენს. ვერნერის ტრანსფერით სხვადასხვა დროს, ინტერესდებოდა მიუნხენის "ბაიერნი", "ლივერპული" და ლონდოდნის "არსენალი". ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი ჯიმი კარაგერი, სულ რამდენიმე დღის წინ გამოცემა Goal-თან მიცემულ ინტერვიუში, შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა.

"დარწმუნებული ვარ ლივერპული მოახერხებდა ტიმო ვერნერის შეძენას, რომ არა კორონავირუსის პანდემია. ყველასათვის ცნობილია ლივერპულელთა შემტევი ტრიოს შესახებ, მაგრამ ტიმო ახალი სეზონის ბევრ შეხვედრაში მიიღებდა მონაწილეობას. იგი არ დათანხმდებოდა ლივერპულში გადასვლას, მისთვის გარანტია რომ არ მიეცათ სათამაშო დროის შესახებ. ამ წელს უნდა გამართულიყო ოლიმპიადა, ერთი წლის თავზე კი სანე და სალაჰი აფრიკის თასის გათამაშებაში მიიღებდნენ მონაწილეობას. ვერნერს ექნებოდა შესაძლებლობა ძირითად თერთმეტეულში ეასპარეზა. 10-12 შეხვედრას ძირითადშივე დაიწყებდა, სულ კი 25-30 მატჩში ჩაერთვებოდა სათამშოდ. ფინანსური კრიზისის გამო ლივერპულმა ამ ტრანსფერზე უარი თქვა, თუმცა თავად ვერნერს ამის სურვილი გააჩნდა."-აღნიშნავდა ჯიმი კარაგერი.

ტიმო ვერნერი ლონდონის ჩელსი ჯიმი კარაგერი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..