» » გვარდიოლა: სანეს წასვლა სურს

გვარდიოლა: სანეს წასვლა სურს

20-ივნ-2020, 10:38
0176
მანჩესტერ "სიტის" მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა, ჟურნალისტებთან მიცემულ ინეტრვიუში ლეროი სანეს შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, ფეხბურთელი დაინტერესებულია კლუბის დატოვებით და იგი სხვა გუნდში გადასვლაზე ფიქრობს.

"ლეროი სანეს არ სურს კონტრაქტის გახანგრძლივება. თუ მას სურს წასვლა, ეს ამ ზაფხულს მოხდება, ან მას შემდეგ რაც არსებულ ხელშეკრულებას ვადა ამოეწურება. მან უარი თქვა "სიტისთან" ახალ კონტრაქტზე. მისი სურვილია სხვა კლუბში ასპარეზობა. თუ კლუბები შეთანხმებას მიაღწევენ, ეს ტრანსფერი ზაფხულშივე შედგება, თუ არა, მაშინ სანე დარჩება სიტიში მანამ, სანამ ამას არსებული ხელშეკრულება ითვალისწინებს."-აცხადებს გვარდიოლა გამოცემა Sky Sports-თან მიცემულ ინტერვიუში.

ლეროის სანეს ტრანსფერისათვის ბრძოლაში ფავორიტი მიუნხენის "ბაიერნია". მანჩესტერ "სიტი" ხსენებული გარიგებისათვის 70 მილიონ ევროს მოითხოვს. 2021 წლის ზაფხულში სანე თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს, თუმცა მიუნხენელებს ახალგაზრდა შემტევის აყვანა მიმდინარე ზაფხულშივე სურთ.

პეპ გვარდიოლა ლეროი სანე ბაიერნი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..