» » ბუნდესლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დევისი გახდა

ბუნდესლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დევისი გახდა

20-ივნ-2020, 11:52
1166
მიმდინარე სეზონის დასრულებამდე სულ რაღაც ორი ტურია დარჩენილი. ბუნდესლიგის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე მიუნხენის ბაიერნისთვის სასიხარულო ინფორმაცია დაიწერა. შეჯამდა ონლაინ გამოკითხვის შედეგები და რეკორდმაისტერის კანადელი ტალანტი გერმანიის ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ რეკორდმაისტერის ახალგაზრდა მცველი, ალფონსო დევისი, ბუნდესლიგის მაისის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდებით დაჯილდოვდა.

ბუნდესლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი დევისი გახდა

ონლაინ გამოკითხვაში 19 წლის წარმოშობით კანადელმა ტალანტმა კონკურენტების სახით ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდის ბორუსია), მარკუს ტიურამი (მიონხენგლადბახის ბორუსია), ჯონჯო კენი (შალკე 04) და ისმაილ იაკობსი (კიოლნი) დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ტალანტი რეკორდმაისტერის რიგებში გასული სეზონიდან ირიცხება და მის აქტივიში 37 ჩატარებული შეხვედრაა უკვე.

ალფონსო დევისი ბუნდესლიგა მიუნხენის ბაიერნი

1
0

-ss- (20 ივნისი 2020 13:05)

ეს ბიჭი არის ნამდვილი აღმოჩენა

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..