» » BILD: ჰანსი ფლიკი UEFA-ს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

BILD: ჰანსი ფლიკი UEFA-ს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს

20-ივნ-2020, 12:38
1277
მსოფლიო ნელ-ნელა ცდილობს კორონა ვირუსის პანდემიის პარალელურად ეტაპობრივად განაახლოს სხვადასხვა ღონისძიებები. UEFA-მ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ გერმანიის ეროვნული ნაკრები შეხვედრებს სექტემბრის დასაწყისში გამართავს, რასაც საკმაოდ მწვავე გამოხმაურება მოჰყვა ჰანსი ფლიკისგან.

"ახლა უპრეცედენტო სიტუაციაში ვიმყოფებით, რაც არ უნდა დავავიწყდეს. მათ შეუძლიათ მითხრან, რომ ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ როგორ გაართვან თავი შექმნილ სიტუაციას, თუმცა ეს მხოლოდ თეორიაა მათთვის, ვინც საკუთარ თავს ხორცად განიხილავს".

"მოვა დრო, როდესაც ფეხბურთელების ორგანიზმი უბრალოდ გადაიწვება, ამიტომ მნიშვნელოვანია მოთამაშეების დასვენება. სწორედ ამ მიზეზით მივმართავ იოჰიმ ლიოვს გაითვალისწინოს ეს მომენტი, როდესაც ზარების განხორციელებას დაიწყებს", - ამბობს ფლიკი.

იმ შემთხვევაში თუ რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა, გუნდისთვის მიმდინარე სეზონი 23 აგვისტომდე გახანგრძლივდება. გერმანიის ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის პირველი შეხვედრა 3 სექტემბერს ესპანეთთან უწევს.

ამას ემატება გერმანიის თასის პირველი რაუნდი, რომელიც სექტემბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.

ჰანსი ფლიკი გერმანიის ნაკრები იოჰიმ ლიოვი ერთა ლიგა

1
0

-ss- (20 ივნისი 2020 13:06)

რა საშინელი კალენდარი ყოფილა zangi

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..