» » ვერნერი : წინ ბევრი წარმატება გველის

ვერნერი : წინ ბევრი წარმატება გველის

20-ივნ-2020, 13:28
0258
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ "ლაიპციგის" შემტევი ტიმო ვერნერი, ლონდონის "ჩელსის" რიგებში საკუთარი ტრანსფერის შესახებ, პირველ კომენტარს აკეთებს.

"ლონდონის ჩელსიში ჩემი ტრანსფერის გამო, ძალიან ბედნიერი ვარ. ასეთ დიდ კლუბში გადასვლა ეს სიამაყის მომენტია. რა თქმა უნდა, მსურს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო "ლაიპციგს" და ქომაგებს, აქ გატარებული დაუვიწყარი ოთხი წლის გამო. თქვენ მუდამ დარჩებით ჩემს გულში. სულმოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას, უკვე ახალ თანაგუნდელებთან, ახალ მწვრთნელთან და "ჩელსის" გულშემატკივრებთან ერთად. წინ ძალიან წარმატებული მომავალი გველის." - ციტირებს "არისტოკრატების" პრეს-სამსახური გერმანელი შემტევის სიტყვებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტიმო ვერნერის ტრანსფერი ლონდონურ კლუბს 53 მილიონი ევრო დაუჯდა. ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი 5 წლით განისაზღვრა.

ტიმო ვერნერი "ლაიპციგის" რიგებში 2016 წლიდან ასპარეზობდა. უფრო ადრე კი "შტუტგარტის" ღირსებას იცავდა. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში ვერნერმა 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 26 გატანილი გოლის და 8 შედეგიანი გადაცემის ავტორი.

ტიმო ვერნერი ლონდონის ჩელსი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..