» » კომენტარები : ბაიერნი 3 - 1 ფრაიბურგი

კომენტარები : ბაიერნი 3 - 1 ფრაიბურგი

20-ივნ-2020, 23:59
0297
გერმანიის ჩემპიონატის 33-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" საფეხბურთო კლუბ "ფრაიბურგს" უმასპინძლა. შეხვედრა რეკორდმაისტერის გამარჯვებით ანგარიშით 3-1 დასრულდა. წარმოგიდგენთ ორთაბრძოლის დამთავრების შემდეგ გაკეთებულ კომენტარებს.


ჰანსი ფლიკი - "გვსურს თამაშის რითმისა და მომენტების შექმნა, ჩვენი სურვილია მეტოქე წნეხის ქვეშ ვამყოფოთ. სწორედ ეს არის ჩვენი თამაში, რაც მე ასე ძალიან მომწონს. გუნდიც ხსენებული მიზნისკენ მიისწრაფვის და ყველაფერი კარგად გამოგვდის. მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთი ფაქტორი. მიუხედავად ნაადრევი ჩემპიონობისა, ჩვენ რითმში დარჩენა მოვახერხეთ. დარჩენილ ორთაბრძოლებსაც სწორედ ამისთვის გამოვიყენებთ. დღეს ყველაფერი გამოგვივიდა, იგივე შემართებით გვსურს ვოლფსბურგშიც ასპარეზობა."

თომას მიულერი -"გვუსრს შიმშილის გრძნობა გვქონდეს, სანამ გამარჯვებას მოვიპოვებთ. ამჟამად საუცხოო ფორმაში ვიმყოფებით. ყველაფერი შინაგანი მოტივაციის დამასახურებაა, ეს გაძლევს უფლებას "ბაიერნის" სახელი დაიცვა და ყოველკვირეულად გეხმარება, შენი საუკეთესო წარმოაჩინო. ჩვენგან მხოლოდ წარმატებულ გამოსვლას ითხოვენ. რაც აუცილებლად მოგვეთხოვება. დღეს დიდი სიხარულით ვთამაშობდით, ეს დიდ კმაყოფილებას აღძრავდა ჩვენში. სამწუხაროა, რომ მეორე ნახევარში მეტის გატანა ვერ მოვახერხეთ. მე მინიმუმ ერთი გოლი მაინც უნდა გამეტანა."

იოშუა კიმიხი -"დღეს ნათლად წარმოჩინდა, რომ მხოლოდ გამარჯვება გვწყურია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ჩემპიონები ვართ. სასწორზე აღარაფერი დევს, თუმცა სუფთა თამაში გვსურს, ისევე როგორც საჭირო რითმის შენარჩუნება. ეს განსაკუთრებული მენტალიტეტია. ამ წარმატების უკან დიდი გარჯაა დაფარული. ჩვენ საკუთარ თავს მოტივაცია ვაძლევთ არამხოლოდ უშუალოდ მატჩის დღეს. ეს ყველაფერი იწყება გაცილებით ადრე ვარჯიშებზე, მოსამზადებელი სამუშაოების დროს. სეზონში, ჩვენს წინაშე დიდი მიზნებია დასახული. გვსურს გერმანიის თასის მოპოვებაც, ამის შემდეგ კი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული გამოსვლა. აუცილებელია იმ კონდიციების შენარჩუნება, რა ფორმაშიც ახლა ვიმყოფებით. ჩვენ წარმატებას ვახწევდით არამხოლოდ იმის გამო, რომ სათამაშო ასპექტით ვდომინირებდით ამა თუ იმ მატჩში, არამედ იმის გამო რომ გვაქვს მენტალიტეტი, გამარჯვების ჟინი და ბრძოლის სურვილი"

ბაიერნი ფრაიბურგი კომენტარები

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..