» » FCB: მეტოქე გუნდის შეფასებები

FCB: მეტოქე გუნდის შეფასებები

21-ივნ-2020, 00:25
0272
ბუნდესლიგის 33-ე ტურში, მიუნხენის "ბაიერნთან" დამარცხებას გამოეხმაურა "ფრაიბურგის" მთავარი მწვრთნელი -კრისტიან შტრაიხი. მისი განცხადებით, "ფრაიბურგს" შეეძლო უკეთესი რეზულტატის დაფიქსირება, თუმცა არსებულ მოცემულობას, დამსახურებულად მიიჩნევს.

კრისტიან შტრაიხი (ფრაიბურგის მთავარი მწვრთნელი) - "ჩვენ უკანასკნელი ძალები გავიღეთ. სამწუხაროდ სრულიად დამსახურებულად დავმარცხდით. ვფიქრობ უკეთესი შედეგის მიღწევა შეგვეძლო. სწორედ ამიტომ გაწბილებულები ვართ. ამ მატჩს მხოლოდ გამარჯვების მოპოვების სურვილით ვუდგებოდით. საუბედუროდ, პირველი 25 წუთის მანძილზე არასაკმარისად მშვიდები ვიყავით და ვერ ვიყენებდით, როგორც ბურთის ფლობას ისე არსებულ თავისუფალ ზონებს."

კრისტიან გიუნტერი - "ეს გუნდი დაუჯარებელი დონისაა. სწორედ ამიტომ "ბავარიელები" უკვე რვა წელია რაც ზედიზედ ჩემპიონები ხდებიან. იმედს ვიტოვებდით, რომ დღეს ცოტათი მაინც მოდუნდებოდნენ. პირველ ტაიმში გვქონდა მომენტები, თუმცა ორჯერ ან სამჯერ ვერ მოვახერხეთ ბოლომდე მიყვანა დაწყებული საქმის. ბაიერნის ფეხბურთელები ძალზედ ეფექტურები იყვნენ -ისევე როგორც მთელი სეზონის განმავლობაში. სწორედ ამგვარად აგებენ გუნდები აქ."

ალექს შვოლოვი -"პირველ ტაიმში იყო მომენტები რა დროსაც უკეთ თავდაცვა გვმართებდა. ჩვენც გვქონდა შესაძლებლობები. სამწუხაროდ მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ. როდესაც "ბაიერნი" შენს საჯარიმო ზონაში კომბინირებს, ეს მატარებლის გადავალას ჰგავს. ეს უბრალოდ შთამბეჭდავია. მათი წყურვილი გოლის გატანისა, მაშინაც კი გრძელდება როდესაც უკვე ჩემპიონები არიან. საოცარია..."

კომენტარები ფრაიბურგი კრისტიან შტრაიხი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..