» » FCB: საჩემპიონო ვახშამი ალიანს არენაზე

FCB: საჩემპიონო ვახშამი ალიანს არენაზე

21-ივნ-2020, 00:45
0263
დამსახურებული პრიზი ბუნდესლიგის ბრწყინვალე სეზონისათვის! "ფრაიბურგთან" გამართული შეხვედრის შემდეგ, ბავარიელები "ვიწრო წრეში" ალიანს არენაზე აღნიშნავდნენ ზედიზედ მერვე საჩემპიონო ტიტულს. ვახშამს ესწრებოდა "რეკორდმაისტერის" უმაღლესი ხელმძღვანელობა. აღსანშნავია, რომ წვეულების დროს მკაცრად იყო დაცული ყველა ის ჰიგიენური მოთხოვა, რაც კორონავირუსს უკავშირდება.

ჰანსკი ფლიკმა მომავალი ორი დღე უქმედ გამოაცხადა. სამშაბაშთს გუნდი "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის დაიწყებს მზადებას. შეხვედრის ბოლოს დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება, სადაც "ბავარიელებს" გერმანიის ჩემპიონატის მოგებულ თასს გადასცემენ.

საჩემპიონო ვახშამი ალიანს არენა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..