» » კრისტიან ფალკი : "ბაიერნს" სერჟინიო დესტი სურს

კრისტიან ფალკი : "ბაიერნს" სერჟინიო დესტი სურს

22-ივნ-2020, 11:08
0139
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა დაინტერესებულია ამსტერდამის "აიაქსის" მარჯვენა მცველის, სერჟინიო დესტის ტრანსფერით. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ავრცელებს. წყაროს თქმით, "ბავარიელები" 19 წლის უკანახაზელის აყვანაზე მას შემდეგ გადაერთვნენ, რაც მიიღეს სარწმუნო ცნობა იმის შესახებ, რომ მონაკოს ფეხბურთელი ბენჟამენ ჰენრიქსი დიდი ალბათობით "ლაიპციგს" შეუერთდება.

აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება. მიუნხენელებს სერჟინიო დესტის გაფორმება არენდის წესით სურთ. "ბაიერნს" აინტერესებს რამდენად მოერგება დესტი მათ რიგებს და სრულფასოვანი ტრანსფერის განხორციელებას, სწორედ ამის შემდგომ აპირებს. თავად ფეხბურთელს და ჰოლანდიურ კლუბს კი არენდის ხელშეკრულება არ ხიბლავს -აცხადებს Bild-ის ხელმძღვანელი კრისტიან ფალკი.

ცნობილია რომ "აიაქსი" ხსენებულ ფეხბურთელს 20 მილიონ ევროდ აფასებს. სერჟინიომ მიმდინარე სეზონში 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 2 გატანილი გოლის და 6 შედეგიანი გადაცემის ავტორი. მისი კონტრაქტი ჰოლანდიურ გრანდთან კი 2022 წლის 30 ივნისამდეა გათვალისწინებული.

ბაიერნი არენდა სერჟინიო დესტა აიაქსი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.