» » Footmercato: ერნანდეს "პსჟ"-ს რიგებში ასპარეზობა სურს

Footmercato: ერნანდეს "პსჟ"-ს რიგებში ასპარეზობა სურს

23-ივნ-2020, 10:32
0249
მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგი ლეგიონერი ლუკას ერნანდესი დაინტერესებულია ასპარეზობა "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში განაგრძოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Footmercato ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელმა უკვე მიმართა "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობას, დათანხმდეს პარიზული გრანდის შემოთავაზებას მის ტრანსფერთან დაკავშირებით. საქმეში იკვეთება ერთი საინტერესო დეტალი, ერნანდესის მეუღლე ვერ ეწყობა გერმანიაში ცხოვრების რითმს და ქვეყნის დატოვება სურს -აღნიშნავს Footmercato.

მიუნხენის "ბაიერნი" არ აპირებს, ლუკას ერნანდესი უმნიშვნელო თანხის სანაცვლოდ გაუშვას. ერთი წლის წინ ფრანგი უკანახაზელი "ბაიერნის" ყველაზე ძვირადღირებულ შენაძენად იქცა ამ კლუბის ისტორიაში. 80 მილიონი ევრო ! ეს ის თანხააა რაც მაშინ მიუნხენელებმა გაიღეს სასურველი გარიგების მისაღწევად.

მიმდინარე საფეხბურთო სეზონში, 24 წლის ფეხბურთელმა გერმანიის ჩემპიონატის 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. 10 მათგანში კი ძირითად თერთმეტეულში იყო წარმოდგენილი. სულ განახორციელა ერთი შედეგიანი გადაცემა და მიიღო სამი ყვითელი ბარათი. რაც შეეხება "ბავარიასთან" გაფორმებულ კონტრაქტს იგი 2024-წლამდეა გათვალისწინებული.

ლუკას ერნანდესი პსჟ ტრანსფერი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..