» » კრისტიან ფალკი : "ბაიერნს" 40 მილიონ ევროდ სურს ლეროი სანეს შეძენა

კრისტიან ფალკი : "ბაიერნს" 40 მილიონ ევროდ სურს ლეროი სანეს შეძენა

23-ივნ-2020, 10:51
0278
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ლეროი სანეს ტრანსფერისათვის ბრძოლას აგრძელებს. უკანასკნელი ცნობების თანახმად "ბავარიელებმა" 40 მილიონი ევრო შეთავაზეს მანჩესტერ "სიტის" ხსენებული შემტევის სანაცვლოდ. ამის შესახებ ინფორმაციას Bild -ის ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ავრცელებს.

შეთანხმება მიღწეული არ არის, მოლაპარაკებების პროცესი კი კვლავაც გრძელდება. "ბაიერნი" ინგლისური კლუბის პასუხის მოლოდინშია. ბრიტანელები კარგად აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ თუ ფეხბურთელს მიმდინარე ზაფხულში არ გაყიდიან, მაშინ მომავალ წელს იგი თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს და სწორედ ასე გაიყრება სიტისა და ლეროი სანეს გზები.

იმას, რომ ფეხბურთელი დაინტერესებულია კლუბის გამოცვლით ადასტურებს პეპ გვარდიოლაც. სულ რამდენიმე დღის წინ გამოცდილი მწვრთნელი ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში შემდეგი შინაარსის კომენტარს აკეთებდა - "ლეროი სანეს არ სურს კონტრაქტის გახანგრძლივება. თუ მას უნდა წასვლა, ეს ამ ზაფხულს მოხდება, ან მას შემდეგ რაც არსებულ ხელშეკრულებას ვადა ამოეწურება. მან უარი თქვა "სიტისთან" ახალ კონტრაქტზე. მისი სურვილია სხვა კლუბში ასპარეზობა. თუ კლუბები შეთანხმებას მიაღწევენ, ეს ტრანსფერი ზაფხულშივე შედგება, თუ არა, მაშინ სანე დარჩება სიტიში მანამ, სანამ ამას არსებული ხელშეკრულება ითვალისწინებს."-აცხადებს გვარდიოლა გამოცემა Sky Sports-თან საუბრის დორს.

ლეროი სანე მანჩესტერ სიტი ბაიერნი პეპ გვარდიოლა

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..