» » FCB: ტიაგო ალკანტარამ ვარჯიში განაახლა

FCB: ტიაგო ალკანტარამ ვარჯიში განაახლა

23-ივნ-2020, 11:10
0145
სასიხარულო ინფორმაცია ზებენერშტრასედან! ორშაბათი დღე, რომელიც ჰანსი ფლიკმა უქმედ გამოაცხადა დატვირთული აღმოჩნდა ტიაგო ალკანტარასათვის. 29 წლის ფეხბურთელი სადილის შემდგომ, ბაიერნის სავარჯიშო კომპლექსს ეწვია და სირბილით ვარჯიშს შეუდგა. მან რამდენიმე წრე დაარტყა მოედანს. შეგახსენებთ, ტიაგო ალკანტარამ გერმანიის თასის ნახევარფინალში, სადაც ბაიერნი აინტრხატს უპირისპირდებოდა, მძიმე ტრავმა მიიღო და ლაზარეთში გადაინაცვლა. მას ქირურგიული ჩარევაც კი დასჭირდა.

"რეკორდმაისტერის" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი, ფეხბურთელთან დაკავშირებით შემდეგი სახის კომენტარს აკეთებს -"ტიაგო აღდგენით პროცესში იქნება მომავალი სამი კვირის განმავლობაში. შესაძლებელია იგი მწყობრში იყოს გერმანიის თასის ფინალისათვის."-აღნიშვადა ფლიკი. სირბილით დატვირთვები ესპანელი ლეგიონერისათვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია იმ გზაზე, რომელსაც მისი დაბრუნება ჰქვია.

ტიაგო ალკანტარა ვარჯიში ტრავმა

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.