» » Bild: გიოტცე დორტმუნდის "ბორუსიას" დაემშვიდობა

Bild: გიოტცე დორტმუნდის "ბორუსიას" დაემშვიდობა

23-ივნ-2020, 13:57
0204
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი მარიო გიოტცე, გერმანიის ჩემპიონატის 34-ე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bild-ი აქვეყნებს. შეგახსენებთ, ზემოხსენებულ ტურში დორტმუნდი საფეხბურთო კლუბ "ჰოფენჰაიმთან" გამართავს პაექრობას. მატჩი 27 ივნის არის ჩანიშნული.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელმა სახლში გამგზავრების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პირველი შვილი შეეძინა. ბუნდესლიგის რეგლამენტის თანახმად კი მას გუნდურ ვარჯიშებში მონაწილეობის მიღებაც ეკრძალება. მიზეზად დასახელდა ის ფაქტი, რომ გიოტცე ხშირად იმყოფებოდა საავადმყოფოში საკუთარ მეუღლესთან.

მარიო გიოტცე დორტმუნდის "ბორუსიას" აღზრდილი ფეხბურთელია. იგი ამ კლუბის ღირსებას 2008 წლიდან იცავდა. 2013-2016 წლებში მარიო მიუნხენის 'ბაიერნში" თამაშობდა. ამის შემდეგ კი იგი კვლავ მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა. მაშინდელმა სატრანსფერო თანხამ 22 მილიონი ევრო შეადგინა. მიმდინარე სეზონში გიოტცემ 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გატანილი გოლითაც გამოირჩა.

28 წლის შემტევი სულ მალე თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს. სად განაგრძობს იგი ასპარეზობას, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

მარიო გიოტცე დორტმუნდის ბორუსია

1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.