» » ოფიციალურად : ტანგე კოუასი ბაიერნის ფეხბურთელია

ოფიციალურად : ტანგე კოუასი ბაიერნის ფეხბურთელია

2-ივლ-2020, 10:35
0165
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერმა" პარი სენ-ჟერმენის რიგებიდან, ტანგე კოუასის ტრანსფერი განახორციელა. შეგახსენებთ, 18 წლის ფეხბურთელი ამპლუით მცველი გახლავთ.

ახალგაზრდა უკანახაზელი მიუნხენის "ბაიერნს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. რაც შეეხება ხელშეკრულებას, მას მოქმედების ვადად 2024 წლის 30 ივნისი განესაზღვრა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა "ბაიერნის" რიგებში ვიასპარეზო. ეს არის ძალიან დიდი კლუბი, რომელსაც ზურგს მდიდარი ტრადიციები უმაგრებს. იმედს ვიტოვებ, აქ ჩემს ადგილს ვიპოვი და ბევრ შეხვედრაში მივიღებ მონაწილეობას. ამისათვის კი თავს არ დავზოგავ" - აცხადებდა ჟურნალისტებთან საუბრის დროს კოუასი.

18 წლის მცველი პარი სენ-ჟერმენის აღზრდილია. ძირითად გუნდში იგი გასული წლიდან ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონში მან 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გაიტანა 2 გოლი და მიიღო ერთი ყვითელი ბარათი. იგი არის 2019/2020 წლის საფრანგეთის ჩემპიონი. პარიზულმა გრანდმა ხსენებული ტიტული ვადაზე ადრე გაიფორმა.

ტანგე კოუასი ბაიერნი პარი სენ-ჟერმენი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.