» » ლევანდოვსკი : "ბაიერნში" თავს კომფორტულად ვგრძნობ

ლევანდოვსკი : "ბაიერნში" თავს კომფორტულად ვგრძნობ

2-ივლ-2020, 10:54
0214
მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში მადრიდს "რეალის" წინადადებაზე საუბრობს და ამასთან, მიმდინარე უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე, მიუნხენური გრანდის მაღალ შანსებზეც ამახვილებს ყურადღებას.


"იმ პერიოდში უამრავი სპეკულაცია იყო. რა თქმა უნდა რეალი ბრწყინვალე კლუბია. მათ წინადადებაზე ვფიქრობდი. მაგრამ საბოლოოდ "ბაიერნში" დარჩენა ვარჩიე, რასაც არ ვნანობ. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ, ამან კი ყველანაირი მერყეობა უნდა დაძლიეოს. მიუნხენში თავს ბედნიერად ვგრძნობ. 100 პროცენტით ბავარიელი ვარ და ამას ბოლომდე აღვიქვამ. ვიცი, თუ რამდენად ძლიერად მიდგას ეს კლუბი მხარში."

"აგვისტოს თვეში მე 32 წელი შემისრულდება, თუმცა თავს ვგრძნობ 27, 28 წლის ფეხბურთელივით. შესაძლოა უფრო მცირე ასაკადაც კი. მსურს უმაღლეს დონეზე კიდევ მრავალი წელი ვიასპარეზო. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ. ჩემს თავს რაღაც საზღვრებში მოქცეულად ვერ ვხდეავ, შემიძლია კიდევ უფრო უკეთესი ვიყო. მაქვს განცდა, რომ ჩემი პოტენციალი ბოლომდე ვერ გავხსენი, ამ სეზონში ალბათ საკუთარი შესაძლებლობების 90 პროცენტს ვიყენებ."

"სიმართლე გითხრათ, ბაიერნს ძალიან დიდი შანსი აქვს საიმისოდ, რომ მიმდინარე უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება ტრიუმფით დაასრულოს. გუნდში შესანიშნავი ატმოსფერო სუფევს, ვგრძნობ ფეხბურთელებს შორის ერთგვარი ქიმია არსებობს."-ციტირებს გამოცემა Sport Bild რობერტ ლევანდოვსკის სიტყვებს.

მიმდინარე სეოზნში რობერტ ლევანდოვსკი 49 გატანილი გოლის ავტორი გახდა 42 შეხვედრაში. გარდა ამისა პოლონელ მოიერიშეს კარგი შანსები აქვს "ოქროს ბუთსისათვის" ბრძოლაშიც. მისი მოქმედი კონტრაქტი მიუნხენის "ბაიერნთან" 2023 წლამდეა გათვალისწინებული.

ლევანდოვსკი ბაიერნი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..