» » ოფიციალურად : მიუნხენის "ბაიერნმა" ლეროი სანეს ტრანსფერი განახორციელა

ოფიციალურად : მიუნხენის "ბაიერნმა" ლეროი სანეს ტრანსფერი განახორციელა

3-ივლ-2020, 11:38
0311
მიუნხენის "ბაიერნმა" ლეროი სანე გაიფორმა! ფეხბურთელი რომელიც 2016 წლიდან მანჩესტერ "სიტის" ღირსებას იცავდა, ამიერიდან "რეკორდმაისტერში" იასპარეზებს. 24 წლის შემტევმა გერმანულ გრანდთან 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა ხელშეკრულება. მომავალი კვირიდან სანე გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს.

კარლ-ჰაინც რუმენიგე - "ბედნიერები ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა სანეს "ბავარიაში" მივესალმოთ. ეს არის ბრწყინვალე ფეხბურთელი, რომელიც ბოლო წლები მუდამ დემონსტრირებდა საკუთარ ხარისხს, განსაკუთრებით ბუნდესნაკრების შემადგენლობაში. მას ბრწყინვალე მახასიათებლები გააჩნია. ჩვენს წინაშე დიდი მიზანია - შევკრიბოთ ბაიერნში საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელები. ამას ადასტურებს სანესთან გაფორმებული ხელშეკრულება. მსურს ჰასან სალიჰამიჯიჩს დიდი მადლობა გადავუხადო ამ წარმატებული ტრანსფერისათვის."

ლეროი სანე -"ბაიერნი ძალიან დიდი კლუბია, რომელიც უმაღლეს მიზნებს ისახავს. ეს მიზნები ჩემთან თანხვედრაშია. ახალ გამოწვევას სულმოუთმენლად ველი, მსურს რაც შეიძლება მალე დავიწყო გუნდთან ერთად ვარჯიში. ჰანსი ფლიკს ჯერ კიდევ U21 გუნდიდან ვიცნობ. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ბაიერნთან ერთად რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოპოვება მსურს. პირველ ადგილზე კი უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას ვაყენებ."

ოფიციალურად : მიუნხენის "ბაიერნმა" ლეროი სანეს ტრანსფერი განახორციელა







ლეროი სანე ტრანსფერი კარლ-ჰაინც რუმენიგე

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..