» » FCB: კანისა და სალიჰამიჯიჩის შეფასებები

FCB: კანისა და სალიჰამიჯიჩის შეფასებები

3-ივლ-2020, 12:09
0211
ლეროი სანეს ტრანსფერთან დაკავშირებით, საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ ბაიერნის მართველი საბჭოს წევრები, ჰასან სალიჰამიჯიჩი და ოლივერ კანი.

ჰასან სალიჰამიჯიჩი - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ლეროი "ბაიერნის" ფეხბურთელი გახდა. სანე იმ მოთამაშეების კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც საკუთარი თამაშის ხარისხით გუნდის შესაძლებლობას ერთი-ორად ზრდის. იგი ჩვენს გუნდს კიდევ უფრო ძლიერს გახდის. კინგსლი კომანის, სერჟ გნაბრისა და ლეროი სანეს სახით, ახლა ჩვენ ფლანგებზე ბრწყინვალე შეტევა გვყვავს. ასევე მსურს "სიტის" ხელმძღვანელობას მადლობა გადავუხადო კონსტრუქციული მოლაპარაკებებისათვის. ასევე მადლობას ვუხდი ჩვენს პრეზიდენტს ჰერბერტ ჰაინერს, რომელიც მიუხედავად კორონავირუსით გამოწევული სირთულეებისა, თავიდანვე აქტიურად უჭერდა მხარს ხსენებული გარიგების გაფორმებას."

ოლივერ კანი - "მოხარულები ვართ, რომ ლეროი სანეს ტრანსფერი განვახორციელეთ. მისი საფეხბურთო თვისებები ეჭვქვეშ არ დგება. მისი სისწრაფე, ტექნიკური მხარე და უნარი მეტოქე გუნდთან შექმნას სახიფათო მომენტები, მას ტოპ-ფეხბურთელად აქცევს. მისი პირადი თვისებებითაც იგი ჩვენს გუნდს მიესადაგება. ჩვენი მიზანია მეკარიდან დაწყებული შეტევით დამთავრებული ერთი დიდი ღერძი შევქმნათ, სანე კი ამ საქმეში მნიშვნელოვანი ელემენტია. მისი ტრანსფერით ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით, იმისათვის რომ ევროპულ ფეხბურთში მოწინავე რიგებში ვიყოთ."

ლეროი სანემ მიუნხნეის "ბაიერნთან" ხელსეკრულება 2025 წლამდე გააფორმა.

ოლივერ კანი ჰასან სალიჰამიჯიჩი ლეროი სანე

1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.