» » Sport.es : ალკანტარა "ლივერპულს" უახლოვდება

Sport.es : ალკანტარა "ლივერპულს" უახლოვდება

3-ივლ-2020, 12:30
0247
მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელი ლეგიონერი ტიაგო ალკანტარა უახლოეს პერიოდში საფეხბურთო კლუბ "ლივერპულში" განაგრძობს ასპარეზობას, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sport.es ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, ლივერპულის ხელმძღვანელობასა და 29 წლის ფეხბურთელს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებულია და იგი დასკვნით სტადიაზე იმყოფება. ბავარიელები ხსენებული გარიგების სანაცვლოდ 35 მილიონი ევროს მიღებას ვარაუდობენ. ბრიტანელებს კი თავის მხრივ, სატრანსფერო თანხის დაწევა სურთ. შეგახსენებთ, რომ ტიაგო ალკანტარასა და მიუნხენის "ბაიერნს" შორის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულში ეწურება.

ტიაგო ალკანტარა, რომელიც კატალონიის ბარსელონას აღზრდილია რეკორდმაისტერის რიგებში 2013 წლიდან ირიცხება. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში ალკანტარამ მიუნხენური გრანდის მაისური 35 ჯერ მოირგო. გახდა 3 გატანილი გოლის და 2 შედეგიანი გადაცემის ავტორი.

ტიაგო ალკანტარა ლივერპული ტრანსფერი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.