» » FCB: დიტერ რაიტერმა ბაიერნი მიიღო

FCB: დიტერ რაიტერმა ბაიერნი მიიღო

7-ივლ-2020, 12:01
0210
წითელი ხალიჩა დუბლის ავტორებისთვის! ბერლინში გამართული გერმანიის თასის ფინალური ორთაბრძოლიდან ერთი დღის შემდეგ, "რეკორდმაისტერი" მშობლიურ მიუნხენს დაუბრუნდა. კლუბს დიდი პატივით დახვდა ბავარიის მხარის ხელმძღვანელი დიტერ რაიტერი. თავის მხრივ "ბაიერნს" წარმოადგენდნენ საკუთრივ ფეხბურთელები, მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი, აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი კარლ-ჰაინც რუმენიგე, კლუბის პრეზიდენტი ჰერბერტ ჰაინერი, ვიცე პრეზიდენტები დიტერ მაიაერი და ვალტერ მენეკესი. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ მართველი საბჭოს წევრები ანდრეას იუნგი, იან კრისტიან დრეეზენი, ჰასან სალიჰამიჯიჩი და იორგ ვაკერი.


ბაიერნის მიღწევების დიდი აღიარება


"ის რისი გაკეთებაც თქვენ მიმდინარე სეზონში შეძელით უბრალოდ სენსაციურია. ზედიზედ მერევე საჩემპიონო ტიტული, მთლიანობაში კი 30-ე. ასევე მე-20 ტიტული გერმანიის თასისა. ცალსახაა, რომ "ბაიერნი" გერმანულ ფეხბურთში დომინირებს."-კომპლიმენტები არ დაიშურა ქალაქის ხელმძღვანელმა მიუნხენის ბაიერნის მისამართით. -"ბაიერნი და ქალაქი მიუნხენი ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ, მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ბაიერნი ჩვენი სავიზიტო ბარათია მთელი მსოფლიოს მასშტაბით."-დასძინა მან.

კარლ-ჰაინც რუმენიგემ დიდი მადლობა გადაუხადო თბილი სიტყვებისთვის ბატონ რაიტერს, ასევე მთელ ქალაქს რომელიმაც კორონავირუსის პანდემიის ყველაზე რთულ მომენტებშიც კი შესაშური მხარდაჭერა გამოხატა მთლიანად კლუბის მიმართ -"ბიჭებმა ყველაფერი ბრწყინვალედ ჩაატარეს. ამ გუნდს შესანიშნავი ხასიათი აქვს. ამ ძალიან რთული თვეების განმავლობაში, გუნდმა წარმოაჩინა წარმოუდგენელი სოლიდარობა ადამიანების, საზოგადოების და თანამშრომლების მიმართ."-აღნიშავდა 64 წლის ფუნქციონარი.

დიტერ რაიტერი ბაიერნი კარლ-ჰაინც რუმენიგე

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..