» » ხოსე ენრიკე : კოუტინიო საუკეთესო ვარიანტია

ხოსე ენრიკე : კოუტინიო საუკეთესო ვარიანტია

7-ივლ-2020, 16:31
0128
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი ხოსე ენრიკე სანჩესი მიიჩნევს, რომ მერსისაიდულ კლუბს ფილიპე კოუტინიოს დაბრუნება მართებს. ნახევარმცველი, რომლის სატრანსფერო უფლებები კატალონიის "ბარსელონას" ხელშია, მოცემულ მომენტში არენდის წესით მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ასპარეზობს.

"ჩვენ გვესაჭიროება ე.წ ფლეიმეიკერი. ნამდვილი 10 ნომერი. განა არსებობს ფილიპე კოუტინიოზე უკეთესი ვარიანტი? ის იცნობს კლუბს, იცნობს ქალაქს. მას შეუძლია მყისიერად დაიწყოს აქ ფეხბურთის თამაში, კოუტინიოს ბრწყინვალე გამოცდილება აქვს ინგლისის პრემიერ-ლიგაში ასპარეზობის."

"ერთადერთი პრობლემა ხელფასს უკავშირდება. როგორც ვიცი იგი საკმაოდ დიდ თანხას გამოიმუშავებს "ბარსელონაში". მაგრამ დარწმუნებული ვარ ფილიპე დათმობებზე წავა, რათა "ლივერპულში" დაბრუნება შესაძლებელი გახდეს. ბარსელონაში მას მუდამ მარცხენა ფლანგზე აყენებდნენ, ნეიმარის პოზიციაზე. კოუტინიო კი სხვა ტიპის ფეხბურთელია. მან უნდა ითამაშოს შეტევის შუა ზონაში"-ციტირებს ხოსე ენრიკეს სიტყვებს გამოცემა Stadium Astro

ხოსე ენრიკე სანჩესი ფილიპე კოუტინიო ლივერპული

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.