FCB: "ბავარიელთა" გეგმების შესახებ
მიუნხენის "ბაიერნმა" მიმდინარე საფეხბურთო სეზონში ორი ტიტული უკვე გაიფორმა, მოიგო რა გერმანიის თასი და ქვეყნის ჩემპიონატი. მიუხედავად ამისა, ჰანსი ფლიკი თავის შეგირდებთან ერთად, მიღწეულით არ კმაყოფილდება და მეტი სურს. აგვისტოს თვეში უეფას ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფი განახლდება, ამ ტურნირზე კი "ბავარიელებს" მხოლოდ გამარჯვება სურთ.
"სულმოუთმენლად ველი ვარჯიშების განახლებას გუნდთან ერთად, მას შემდეგ რაც შვებულებიდან დავბრუნდებით. შემდეგი სამიზნე ეს რა თქმა უნდა, უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალია"-აცხადებს 55 წლის სპეციალისტი, რომელმაც "რეკორდმაისტერის" მუზეუმში ორშაბათ დღეს 2 თასი მიიტანა.
თავდაპირველად მცირე ჯგუფებით ვარჯიში, შემდეგ კი მთლიანი გუნდითსწორედ ამგვარი ტაქტიკით აპირებს ჰანსი ფლიკი ვარჯიშის განახლებასმანამ, სანამ მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელები სეზონის დასკვნით სტადიაზე გადავლენ, მათ რამდენიმე დღე ექნებათ დასვენებისთვის. -"ჩვენ მოთამაშეებს ახლა ექნებათ დრო განტვირთვისათვის, ისინი მენტალურად დაისვენებენ და ახალი ენერგიით დაიმუხტებიან."-აღნშნა ფლიკმა. მზადება 20 ივლისს განახლდება! ჩატარდება ტესტები კორონავირუსთან დაკავშირებით, ამის შემდეგ იგეგმება კიბერ-ვარჯიში. ამ დროისათვის გუნდს შეუერთდება ლეროი სანე, ტანგი ნიანზუ და ალექს ნიუბელი.
ივნისის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა ჩემპიონთა ლიგის განახლებული განრიგი.მას შემდეგ რაც გუნდი კორონავირუსის ტესტს ჩააბარებს, 23 ივლისს ბაიერნი მცირე ჯგუფებით ვარჯიშს განაახლებს. 26 ივლისს კი მთლიანი გუნდის ვარჯიშია დაგეგმილი. 7 ან 8 აგვისტოს (ზუსტი თარიღი 10 ივლისს გახდება ცნობილი) შედგება უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩი, ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ. შეგახსენებთ პირველ მატჩში "ბავარიელებმა" მეტოქე დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხეს.