» » Marca: ბირჰოფი კაი ჰავერცის შესახებ საუბრობს

Marca: ბირჰოფი კაი ჰავერცის შესახებ საუბრობს

10-ივლ-2020, 10:47
0263
გერმანიის ეროვნული ნაკრების გენერალური მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ლევერკუზენის "ბაიერის" ფეხბურთელის კაი ჰავრცის შესაძლო ტრანსფერს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მადრიდის "რეალი" დაინტერესებულია ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენით.

"ჰავერცი ეს არის მადრიდის რეალისათვის დაბადებული ფეხბურთელი. მადრიდული კლუბის ფანატებს ჩემი სიტყვა ნამდვილად მოეწონებათ. კაი ძალზედ ახალგაზრდა ფეხბურთელია, თუმცა მას უკვე ყველაფერი აქვს. იგი ძალზედ დიდი ტალანტია, არის ტექნიკური, ბრწყინვალედ დაბალანსებული. ჰავერცი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, რომელიც გერმანიის ეროვნული ნაკრებისათვის დიდ როლს შეასრულებს. მან უნდა განაგრძოს პროგრესირება"-ციტირებს გამოცემა Marca ოლივერ ბირჰოფის სიტყვებს.

21 წლის კაი ჰავერცი ლევერკუზენის "ბაიერის" აღზრდილია. მიმდინარე საფეხბურთო სეზონში მან 39 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გახდა 15 გატანილი გოლის და 8 შედეგიანი გადაცემის ავტორი. "ფარმაცევტებთან" მოქმედი ხელშეკრულება კი 2022 წლამდეა გათვალისწინებული. ფეხბურთელის შეძენით ასევე დაინტერესებულია ლონდონის "ჩელსი".

ოლივერ ბირჰოფი კაი ჰავერცი მადრიდის რეალი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..