» » უეფას ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპის კენჭისყრა შედგა

უეფას ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპის კენჭისყრა შედგა

11-ივლ-2020, 12:00
0166
2019/2020 წლის საფეხბურთო სეზონში მიუნხენის "ბაიერნს" კიდევ ერთი ტურნირი დარჩა საასპარეზოდ - უეფას ჩემპიონთა ლიგა! 8 აგვისტოს გერმანიის რეკორდმაისტერი ლონდონის "ჩელსის" საპასუხო მატჩის ეგდით უმასპინძლებს. uefa-ს გადაწყვეტილების თანახმად მატჩი ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის. მიუნხენის "ბაიერნის" წინაშე ნათელი მიზანია -დაიცვას მოპოვებული უპირატესობა (3-0) და ამის შემდეგ ლისაბონის ფინალისათვის ბრძოლა განაგრძოს.

პარასკევს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში დასკვნითი ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. 12 აგვისტოდან მოყოლებული, დარჩენილი გუნდები პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გამართავენ პაექრობებს საფინალო საგზურისათვის. საკუთრივ ფინალი კი 23 აგვისტოს გაიმართება. თუ მიუნხენის "ბაიერნი" ლონდონის "ჩელსის" ბარიერს დაძლევს, მაშინ იგი ნაპოლისა და ბარსელონას შორის გამარჯვებულს შეერკინება. კორონავირუსის გამო, მიმდინარე წელს ფინალამდე არსებული ფლეი-ოფები, ერთმატჩიანი რეჟიმით გაიმართება.

უეფას ჩემპიონთა ლიგა კენჭისყრა

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..