» » ბაიერნის ხელმძღვანელობის შეფასებები კენჭისყრასთან დაკავშირებით

ბაიერნის ხელმძღვანელობის შეფასებები კენჭისყრასთან დაკავშირებით

11-ივლ-2020, 13:01
0230
მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ, უეფას ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპის კენჭისყრას გამოეხმაურა. შეგახსენებთ, 8 აგვისტოს ბაიერნი ალიანს არენაზე ლონდონის ჩელსის უმასპინძლებს. წარმატების შემთხვევაში კი გუნდი ნაპოლისა და ბარსელონას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება ამჯერად უკვე მეოთხედფინალში.

ჰერბერტ ჰაინერი -"საკუთარ გზას ნაბიჯ-ნაბიჯ მივუყვებით, ჯერჯერობით კი ჩვენს წინაშე არსებული მიზანი ეს ლონდონის "ჩელსია". ამ შეხვედრას განსაკუთრებული კონცენტრაციით უნდა შევხვდეთ. გუნდმა ჰანსი ფლიკის თაოსნობით, ბოლო თვეების განმვალობაში საუცხოო ფეხბურთი აჩვენა. ახლა ამ ყველაფრის დემონსტრირება უეფაც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზეც გვმართებს."

კარლ-ჰაინც რუმენიგე -"არ მსურს მოცემულ მომენტში ვისაუბრო იმ შესაძლო მეტოქეებზე, რომლებიც მეოთხედფინალში გავლენ. ჩვენ ეს ბარიერი ჯერჯერობით არ გადაგვილახავს. ახლა გუნდმა ძალები უნდა აღიდგინოს, მოემზადოს სათანადოდ და მოახლოებულ ორთაბრძოლას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდოს, რათა შემდგომ ეტაპზე გასვლა მოვახერხოთ. ისევე როგორც 2013 წელს ჩვენ ეტაპობრივად, მშვიდად სიარული უნდა გავაგრძელოთ. მას შემდეგ რაც ჩვენ დუბლი გავიფორმეთ ეიფორიას არ უნდა მივეცეთ. ჩელსისთან მატჩს მაღალი კონცენტრაციით უნდა შევხვდეთ. დაველოდოთ მოვლების განვითარებას. ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება, მეოთხედფინალში უძლიერესი გუნდები გავლენ."

ჰასან სალიჰამიჯიჩი -"აუცილებელია მხოლოდ ერთ დავალებაზე ორიენტირება, ეს ლონდონის ჩელსის ბარიერია! მას შემდეგ რაც ამ გამოწვევას დავძლევთ, მხოლოდ მერე შეგვეძლება მომავალ მეტოქეებზე საუბარი. ეს დავალება კი მარტივი არ არის. ამჟამად ლონდონურ კლუბთან სათამაშოდ ვემზადებით, სრული კონცენტრაციით. ამ მატჩს საკუთარ ძლებში თავდაჯერებულები უნდა შევხვდეთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ დავაფასოთ მეტოქე."

ჰერბერტ ჰაინერი რუმენიგე ჰასან სალიჰამიჯიჩი

1

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..