» » მანუელ ნოიერისა და თომას მიულერის შეფასებები

მანუელ ნოიერისა და თომას მიულერის შეფასებები

11-ივლ-2020, 13:23
0152
უეფას ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპის კეჭისყრას გამოეხმაურა მანუელ ნოიერი და თომას მიულერი. ორივე ხსენებული ფეხბურთელი სრული კონცენტრაციით ელის ლონდონის ჩელსისთან მოახლოებულ პაექრობას.

მანუელ ნოიერი -"მოცემულ მომენტში ჩემს წინაშე არ დგას საკითხი, რომ შევაფასო მომავალი შესაძლო მეტოქეები. თავდაპირველად ჩვენ ლონდონის ჩელსის უნდა დავუპირისპირდეთ. ჩვენ მხოლოდ მოახლოებულ მატჩებზე ვფიქრობთ და ამ მიდგომით შესანიშნავ შედეგებსაც ვდებთ მიმდინარე სეზონში. თუ მოვახერხებთ და მეოთხედფინალში გავალთ, მაშინ შეგევძლება უკვე ვიფიქროთ ან ნაპოლის და ან ბარსელონას შესახებ."

თომას მიულერი -"ჯერ ლონდონურ კლუბს უნდა ვეთამაშოთ, ამიტომ არ მსურს მეოთხედფინალის და შესაძლო მეტოქეების შესახებ საუბარი. ეს განპირობებულია მათ შორის "ჩელსის " პატივისცემითაც. ჩვენ არ ვიმყოფებით ლისაბონში და ჯერ ადრეა ვისაუბრო ნაპოლის ან ბარსელონას შესახებ. ამ საკითხის კომენტირებას სხვას გადავაბარებ."

შეგახსენებთ, განმეორებით შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნსა" და ლონდონურ გრანდს შორის 8 აგვისტოსთ, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

თომას მიულერი მანუელ ნოიერი კენჭისყრა

1

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.