» » France Football : რუმენიგე ტანგი კუასის შესახებ საუბრობს

France Football : რუმენიგე ტანგი კუასის შესახებ საუბრობს

15-ივლ-2020, 11:51
0260
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს ხელმძღვანელი კარლ-ჰაინც რუმენიგე ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში ტანგი კუასის ტრანსფერის შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით "ბაიერნს" აღნიშნულ გარიგებში მხოლოდ სპორტული ინტერესი ამოძრავებდა და მცდარია შეხედულებები, თითქოს გერმანიის რეკორდმაისტერი ხსენებული გზით კონკურენტებს ასუსტებს.


"მიუნხენის "ბაიერნს" არასდროს აუყვანია ფეხბურთელი იმ მოტივით, რომ კონკურენტი დაესუსტებინა. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს "პარი სენ-ჟერმენთან". ძალიან კარგად ვაფასებ ნასერ-ალ ხელაიფის საქმიანობას. იგი ბრწყინვალედ ართმევს თავსს მასზედ დაკისრებულ მოვალეობას. ლეონარდოსთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს. რაც შეეხება ტანგი კუასის იგი ძალიან საინტერესო მოთამაშეა, მას ძალიან სარფიანი წინადადებები ჰქონდა, მათ შორის "ლაიპციგიდანაც." რამდენადაც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იგი არ აპირებდა პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას. მაშინ როდესაც ასეთი ტალანტი კლუბის დატოვებაზე ფიქრობს, რა თქმა უნდა, "ბაიერნი" ინტერესს იჩენს, ეს ლოგიკურია."-ციტირებს გამოცემა France Football კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს.

18 წლის ფეხბურთელი მიუნხენური კლუბის შემადგენლობაში მიმდინარე წლის 1 ივლისს ჩაირიცხა. მან "ბავარიელებთან" 2024 წლამდე გააფორმა ხელშეკრულება. 2019/2020 წლის სეზონში ახალგაზრდა უკანახაზელმა "პსჟ"-ს მაისური 15 ჯერ მოირგო. გახდა 3 გატანილი გოლის და ამდენივე შედეგიანი გადაცემის ავტორი.

კარლ-ჰაინც რუმენიგე ტანგი კუასი მიუნხენის ბაიერნი

2

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..