» » Bayern & Germany: ნოიერი საკუთარ თავზე საუბრობს

Bayern & Germany: ნოიერი საკუთარ თავზე საუბრობს

23-ივლ-2020, 11:30
063
მიუნხენის ბაიერნის კარის დარაჯი მანუელ ნოიერი გამოცემა Bayern & Germany-სთან მიცემულ ინტერვიუში მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, იგი კვლავაც სიამოვნებას იღებს ფეხბურთის თამაშით და კარიერის დასრულებაზე არც კი ფიქრობს.

"ყველა ფეხბურთელს მხოლოდ ერთი კარიერა აქვს. როდესაც იგი მთავრდება, შენ უკან დაბრუნების შესაძლებლობა არ გაგაჩნია. თუ ფეხბურთი ჩემთვის ტვირთად იქცევა, მაშინ მე მოვიქცევი ზუსტად ისე, როგორც ფილიპ ლამი მოიქცა. მოცემულ მომენტში კი მე კვლავ მწველი სურვილით ვთამაშობ ფეხბურთს. ყოველთვის არის ტიტული რომლის მოპოვების გამოც ბოლომდე იბრძვი."

"რომელი მთავარი მწვრთნელი დააყენებდა ფეხბურთელს ძირითად შემადგენლობაში, თუ ეს ფეხბურთელი საუკეთესო არ იქნებოდა? მეც დარწმუნებული ვარ, რომ საუკეთესო ვარ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია 17 წლის არ გახლავართ. მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების პირველი ნომერი მუდმივ კონკურენციაშია. ამ მხრივ ჩემთვის ბევრი არაფერი იცვლება, როდესაც გუნდში ახალი მეკარე მოდის." - ციტირებს გამოცემა Bayern & Germany გამოცდილი კიპერის სიტყვებს.

მანუელ ნოიერი ბაიერნი კონკურენცია

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.