» » Le10Sport: "ბაიერნი" ედისონ კავანით ინტერესდება

Le10Sport: "ბაიერნი" ედისონ კავანით ინტერესდება

30-ივლ-2020, 11:36
057
მიუნხენის "ბაიერნი" დიდ დაინტერესებას იჩენს, 33 წლის ურუგვაელი შემტევის - ედისონ კავანის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Le10Sport-ი ავრცელებს. შეგახსენებთ, ვეტერან მოიერიშეს "პარი სენ-ჟერმენთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ამოეწურა.

გავრცელებული ცნობის თანახმად, გერმანიის რეკორდმაისტერი კავანის კანდიდატურას რობერტ ლევანდოვსკის დუბლიორად განიხილავს. პირველი კომუნიკაცია "ბაიერნის" ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელის აგენტს შორის კი უკვე შედგა. მხარეებმა კონტრაქტის დეტალებზე ისაუბრეს -აღნიშნავს გამოცემა.

მიუნხენის "ბაიერნის" გარდა ფეხბურთელისათვის ბრძოლაში ჩართულია ლისაბონის "ბენფიკაც". აღსანიშნავია ისიც, რომ ფეხბურთელის გარემოცვა პორტუგალიურ კლუბთანაც მართავს შესაბამის მოლაპარაკებებს. ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება , ისევ და ისევ სახელფასო მოთხოვნა გახდეს.

ედისონ კავანი "პარი სენ-ჟერმენის" რიგებში 2013-2020 წლებში თამაშობდა. განვლილ სეზონში ედისონმა 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გახდა ოთხი გატანილი გოლის და ერთი შედეგიანი გადაცემის ავტორი.

ედისონ კავანი ბაიერნი ბენფიკა

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.