» » Sport.es : ალაბას "ბარსელონაში" ასპარეზობა სურს

Sport.es : ალაბას "ბარსელონაში" ასპარეზობა სურს

30-ივლ-2020, 18:04
2142
მიუნხენის "ბაიერნის" ავსტრიელი უკანახაზელი დავიდ ალაბა დაინტერესებულია ასპარეზობა ესპანეთის ჩემპიონატში განაგრძოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Sport.es ავრცელებს.

ზემოხსენებული წყაროს მტკიცებით, 28 წლის ფეხბურთელმა კვლავ შეთავაზა საკუთარი კანდიდატურა "ბარსელონას" მესვეურებს. მიუნხენის "ბაიერნსა" და დავიდ ალაბას შორის მოქმედი კონტრაქტი ძალას მომავალ წელს კარგავს. ფეხბურთელის სურვილია საკუთარი კარიერა კატალონიურ ბარსელონას დაუკავშიროს -აღნიშნავს გამოცემა. თავის მხრივ, ესპანელები არ ჩქარობენ და სურთ რომ ერთი წლის შემდგომ თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანონ გამოცდილი განაპირა მცველი.

სტატიაში ასევე მოყვანილია ცნობები იმის შესახებ, რომ "რეკორდმაისტერსა" და დავიდ ალაბას აგენტს შორის მოლაპარაკებები ჩიხში მას შემდეგ შევიდა, რაც ამ უკანასკნელმა წლიური გასამრჯელოს სახით 20 მილიონი ევრო მოითხოვა. "ბავარიელები" არ არიან მზად ხსენებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ.

შეგახსენებთ, დავიდ ალაბა "ბაიერნის" შემადგენლობაში 2009 წლიდან ასპარეზობს. ამ დროის მანძილზე მისმა მონაგარმა 23 ტიტული შეადგინა. მიმდინარე გათამაშებაში მან 28 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ერთი გოლი და განახორციელა ერთი შედეგიანი გადაცემა.

დავიდ ალაბა ბარსელონა ბაიერნი

1
0

-ss- (31 ივლისი 2020 11:32)

TOTALMAN,
წასვლა უნდა აშკარადა.
0

TOTALMAN (31 ივლისი 2020 11:24)

ამანაც ხო გააჩმახა საქმე გავუშვათ გავყიდოთ და ეგაა რა

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..