» » ბოატენგი : ინგლისში ასპარეზობაზე უარს არ ვიტყოდი

ბოატენგი : ინგლისში ასპარეზობაზე უარს არ ვიტყოდი

31-ივლ-2020, 12:06
068
მიუნხენის "ბაიერნის" გამოცდილი ცენტრალური მცველი ჟერომ ბოატენგი, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ დაინტერესებულია ასპარეზობა ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთ კლუბში განაგრძოს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Goal-ი ავრცელებს.

"პრემიერლიგაში ასპარეზობაზე "არას" არ ვეტყოდი. ამ ჩემპიონატის ყურება განსაკუთრებით მხიბლავს. მიყვარდა იქ თამაში. განსაკუთრებით დამეხმარა ის ფაქტორი, რომ უამრავ ტოპ-ფეხბურთელთან ერთად ვარჯიშობდი. არ ვიცი რა იქნება სამომავლოდ, თუმცა ვერ გეტყვით რომ ინგლისში თამაში არ მინდა. ჩემთვის ეს ცალსახად ერთ-ერთი საყვარელი ჩემპიონატია."-ციტირებს გამოცემა Goal ჟერომ ბოატენგის სიტყვებს.

ჟერომ ბოატენგი 2011 წელს მიუნხენის "ბაიერნს" სწორედ მანჩესტერ "სიტიდან" შეუერთდა. იმ პერიოდში სატრანსფერო თანხამ 13,5 მილიონი ევრო შეადგინა. რაც შეეხება მიმდინარე გათამაშებას, 31 წლის ცენტრალურმა მცველმა ბუნდესლიგის 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გამოირჩა ორი საგოლე გადაცემით. ჟერომ ბოატენგს "რეკორდმაისტერთან" კონრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

ჟერომ ბოატენგი ბაიერნი ინგლისის ჩემპიონატი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.