» » Sky Germany: რუმენიგე დავიდ ალაბას შესახებ საუბრობს

Sky Germany: რუმენიგე დავიდ ალაბას შესახებ საუბრობს

31-ივლ-2020, 20:49
062
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე "რეკორდმაისტერის" ავსტრიელი უკანახაზელის, დავიდ ალაბას მისამართით საინტერესო კომენტარს აკეთებს.

"თავდაპირველად მინდა აღვნიშნო, რომ დავიდმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. მისი გადაყვანა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე, ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგანაც იმ პერიოდში რამდენიმე მოთამაშემ ტრავმა მიიღო. ჩვენ დიდი ხნის მანძილზე არ გვყავდა დაცვის ხაზში ნამდვილი ლიდერი. ადამიანი, რომელიც ყველაფერს თავის ხელში აიღებდა და ყველაფრის გაკონტროლებას შეეცდებოდა, ადამიანი რომელიც პარტნიორებს უხელმძღვანელებდა. ალაბა სწორედ ამას აკეთებდა. იგი ჩვენთვის უაღრესად დიდი მნიშვენლობის მქონე ფეხბურთელია. ამის ეჭვქვეშ დაყენება უბრალოდ გამორიცხულია."

"მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერზე შევჯერდებით და ალაბა სწორედ აქ დაასრულებს კარიერას. ყოველთვის ვამბობდი, რომ პირადად ჩემთვის იგი ფრანც ბეკენბაუერის ტოლფასია. იგი პირველია, ვინც მსგავს დონეზე ასპარეზობა შეძლო."-ციტირებს რუმენიგეს სიტყვებს გამოცემა Sky Germany.

დავიდ ალაბა კარლ-ჰაინც რუმენიგე ფრანც ბეკენბაუერი

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.