» » რუმენიგე : ტიაგოს ახალი გამოწვევების მიღება სურს

რუმენიგე : ტიაგოს ახალი გამოწვევების მიღება სურს

1-აგვ-2020, 00:15
045
მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელ ლეგიონერს ტიაგო ალკანტარას "რეკორდმაისტერის" რიგების დატოვება და ახალი გამოწვევების მიღება სურს. ამის შესახებ ინფორმაციას "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე, კარლ-ჰაინც რუმენიგე ავრცელებს.

"მოლაპარაკებები საკმაოდ პროდუქტიული იყო. რაღაც მომენტში გვქონდა განცდა, რომ გარიგება შედგა, თუმცა ამის შემდგომ ტიაგომ შეგვატყობინა, რომ ახალი გამოწვევების მიღება სურს. "ბაიერნი" ამას უნდა შეეგუოს. ალკანტარასთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გვაკავშირებს. თუკი რომელიმე კლუბს მისი აყვანა ენდომება, ამისათვის კონკრეტული თანხა უნდა გადაიხადონ. 35 მილიონი ევრო? ასეთ საკითხებზე ღია საუბარი არ მსურს. ყველაფერს სათანადოდ მივხედავთ, თუმცა როგორც აქამდე ვამბობდი "ბაიერნი" არ აპირებს საზაფხულო ვაჭრობა მოაწყოს."-ციტირებს გამოცემა Sky Germany კარლ ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს.

პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტიაგო ალკანტარა მომავალ სეზონში ლივერპულში იასპარეზებს, გამოეხმაურა ამ კლუბის დამრიებელი იურგენ კლოპი -"წარმოდგენა არ მაქვს ვინ ითამაშებს მომავალ წელს ჩემს გუნდში. ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია. ტიაგო -შესანიშნავი მოთამაშეა, თუმცა იგი "ბაიერნის" ღირსებას იცავს. ეს არის ყველაფერი რისი თქმაც ამ მომენტში შეიძლება"-აღნიშნა კლოპმა Sport.Sky-სთან საუბროს დროს.

რუმენიგე ტიაგო ალკანტარა იურგენ კლოპი ლივერპული

0

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც არიან ჯგუფის სტუმარი-ს წევრები, აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.