» » Le10sport: "პარი სენ-ჟერმენს" ტიაგო ალკანტარა სურს

Le10sport: "პარი სენ-ჟერმენს" ტიაგო ალკანტარა სურს

2-აგვ-2020, 11:36
0117
მიუნხენის "ბაიერნის" ესპანელ ლეგიონერს ტიაგო ალკანტარას, კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. საფეხბურთო კლუბი "პარი სენ-ჟერმენი" დაინტერესებულია 29 წლის ნახევარმცველის ტრანსფერით. როგორც გამოცემა Le10sport-ი აღნიშნავს, ფრანგები მზად არიან 30 მილიონი ევრო გაიღონ, ხსენებული გარიგების განსახორციელებლად.

სულ რამდენიმე დღის წინ, "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე, ჟურნალისტებთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ალკანტარასთან წარმოებულმა მოლაპარაკებებმა შედეგი ვერ გამოიღო. ფეხბურთელს ახალი გამოწვევების მიღება სურს და შესაბამისად მიუნხენურ გრანდთან არსებულ კონტრაქტს, რომელიც 2021 წლის 30 ივნისამდა გათვალისწინებული, აღარ გაახანგრძლივებს.

ფეხბურთელის მომსახურებით ასევე დაინტერესებულია "ლივერპულიც". როგორც გამოცემა Le10sport-ი აღნიშნავს, იურგენ კლოპი პირადად არის ჩართული ალკანტარას შესაძლო ტრანსფერში.

ტიაგო ალკანტარამ 2019/2020 წლის საფეხბურთო სეზონში "რეკორდმაისტერის" მაისური 36-ჯერ მოირგო, გახდა 3 გატანილი გოლის და 2 შედეგიანი გადაცემის ავტორი.

ტიაგო ალკანტარა პარი სენ-ჟერმენი

0

ინფორმაცია

ჩვენს საიტზე კომენტარების დაწერა შესაძლებელია მხოლოდ სიახლის გამოქვეყნებიდან 45 დღის განმავლობაში..