Spox: ჰიონესი "დორტმუნდის" სატრანსფერო პოლიტიკას აკრიტიკებს
მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ული ჰიონესი, დორტმუნდის "ბორუსიას" სატრანსფერო პოლიტიკას აკრიტიკებს. გამოცემა Spox-სთან მიცემულ ინტერვიუში, ლეგენდარულმა "ბავარიელმა" შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა.
"თუ დორტმუნდის "ბორუსია" ყიდულობს ძალიან ნიჭიერ ფეხბურთელს, რომელიც კარგად თამაშს იწყებს, რამდენიმე თვეში იგი გაიგებს ან თავად კლუბიდან, ან გარედან, რომ მის გაყიდვას აპირებენ. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება ფეხბურთელმა კლუბის "დნმ"-ი გაითავისოს, როდესაც გრძნობს, რომ გასაყიდი ობიექტია. ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება. ჩვენ ფეხბურთელებს იმის გამო არ ვყიდულობთ, რომ ბიზნესით დავკავდეთ. ფეხბურთელს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ იგი საუკუნოდ "ბავარიელია"-ციტირებს ული ჰიონესის სიტყვებს გამოცემა Spox.
შეგახსენებთ, 2019/2020 წლის საფეხბურთო სეზონში მიუნხენის "ბაიერნი" ზედიზედ მერვედ გახდა გერმანიის ჩემპიონი. 34-ე ტურის მონაცემების მიხედვით დორტმუნდის "ბორუსია" 13 ქულით ჩამორჩებოდა ლიდერ "რეკორდმაისტერს".
ული ჰიონესი დორტმუნდის ბორუსია ბაიერნი